"ოპერაციაზე შეჰყავთ! დაფიქსირდა გულის გაჩერება" - ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა - მშობლები

"ოპერაციაზე შეჰყავთ! დაფიქსირდა გულის გაჩერება" - ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა

2020-01-10 21:08:00+04:00

ინდოეთში სამკურნალოდ მყოფ ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს:

"ანიტა ოპერაციაზე შეჰყავთ! მარიკომ ძალიან გთხოვათ ყველას, რომ ილოცოთ ანიტასთვის! ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

როგორც ექიმებმა აცნობეს ოჯახს, გადაწყდა ეკმოს აპარატის ჩაყენება (ეს აპარატი გულს დაეხმარება მუშაობაში და მოგვაგებინებს 3-4 კვირას). ამ წუთებში ელოდებიან ექიმ ბალაკრიშნანის მისვლას კლინიკაში.

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, ამაზე მეტის თქმა ამ დროისთვის არ შეგვიძლია!

ყველას გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე ინატრეთ ანიტას კარგად ყოფნა!" - წერს მარიკა ხუციშვილი.