თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში ერთმა ბავშვმა მეორე დაკბინა.
ერთ-ერთი მშობელი დაკბენილი ბავშვის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი ბაღში ბავშვმა დაკბინა.
"მოკლედ სიტუაცია ასეთია, ბაგა-ბაღში ჩემი შვილი ბავშვმა დაკბინა! დღეს მირეკავს ბაგა-ბაღის დირექტორი სამ საათზე და მიბარებს ბაღში, მეც მაშინვე მივედი. გამიღეს კარი და მითხრეს, დედიკო შენი შვილი დაკბინეს. პირველი რაც გავიფიქრე იყო მწერი, ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ოთახიდან გულმოსული და ნაწვალები, გავოგნდი, ველოდები ახსნას, თუ რა მოხდა. ამ დროს პასუხს ვერავინ მცემს და ვცდილობ, არ ავყვე ემოციებს, რადგან სიტუაცია ძალზედ დამაბნეველი იყო. გამოიყვანეს ჩემი შვილის ტოლი გოგო და მეუბნებიან, ამან დაკბინა, ამის ბრალია. გავმწარდი და ვუთხარი, რომ ბავშვების კიარა, მათი უყურადღებობის ბრალი იყო! იმ დროს ბავშვის დამშვიდების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, თან ძალიან ვმწარდებოდი!
წარმოიდგინეთ, რამდენად უყურადღებოები იყვნენ, სხვა ბავშვმა გაიღვიძა, გადავიდა ჩემი შვილის საწოლში, დაკბინა სახეზე, ხელებზე და მხოლოდ თავში სულ ცოტა 8-10 ნაკბენი აქვს. ეს რაც გაუწითლდა და დაეტყო. ყურზე, ხელებზე დაკბენილია, სახეზეც და წარმოიდგინეთ, მინიმუმ 15 წუთი მაინც იყვნენ მარტო და ჩემი შვილი ტიროდა მთელი ეს პერიოდი, ამ დროს კი ყურადღებას არავინ აქცევდა!
მხოლოდ ორი არგუმენტი მითხრეს. პირველად რომ შევიხედე, ეძინათ, მეორედ როცა შევიხედე, იქ ყოფილა გადასული. ასევე ახსენა, რომ ანიმატორები ყოფილან თურმე მისული! ჰოდა, სად ეცალათ ბავშვისთვის".
მოგვიანებით გამოქვეყნდა მეორე პოსტი, სადაც დედა მოვლენების განვითარებაზე წერს:
"დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი ბაგა-ბაღში მისული ვნახე დირექტორი და ვისაუბრეთ მომხდარზე! ლოგიკურია რომ იყვნენ თავდაცვით პოზიციაში და ამ სიტუაციაში თავის მართლებაც ძალიან არასწორი რეაგირება იქნებოდა. შემეძლო მომეთხოვა კომპენსაცია ფინანსური სახით, მაგრამ ვფიქრობ, მსგავსს სიტუაციაში ფინანსური კომპენსაცია ყველაზე მსუბუქი გამოსავალია ნებისმიერი დამნაშავისთვის. ამიტომ პირველ რიგში მოვითხოვეთ ბავშვზე პასუხისმგებელი პირის სამსახურიდან გაშვება და უკლებლივ ყველა მშობლის მოწვევა და მათი ინფორმირებულობა მომხდარის შესახებ ბაღის მიერ, რადგან შემდგომში ჩემი ბედი არ გაიზიარონ და ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად დაჰყავთ ბავშვი. შემდგომ მოვლენებს გაცნობებთ ეტაპობრივად!
რაც შეეხება ჩემს შვილს, ცოტა ხანი ბაღში აღარ ივლის, რათა სტრესისგან გამოვიდეს.
თქვენ კი გისურვებთ, რომ ბავშვს სადაც დატოვებთ, მინიმუმ უსაფრთხოდ და დაცულად გეგრძნოთ თავი,"-წერს მშობელი.