სერიალის, ჩემი ცოლის დაქალების, წინა სერიაში გასულ ნინასა და დათოს ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "თანახმა ვარ, მთელი ცხოვრება ასე იყოს, როგორც ახლაა," - ეუბნება ცოლს დათო.
სოციალურ ქსელებში ნინას პერსონაჟს ზოგი მხარს უჭერს და თანაგრძნობას გამოხატავს, ზოგი პირიქით აკრიტიკებს:
"დათო როგორი საყვარელია, უბოროტო...აი ნინას კიდე არაფერი ეშველა, მუდამ უკმაყოფილო და გაიქცა იქეთ, სადაც მარტივია ანუ არავინ ზედმეტ კითხვებს არ დაუსვამს და არ მოუშლის ნერვს, ნუთუ ვერ ხვდება ეს გოგო იმას, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ქეთის გაასწრო საქციელებში".
"ძალიან კარგი ქმრები რომ ჰყავთ, იმიტომაა ამდენი ქალი უბედური... რამდენი დათოა ჩვენს გარშემო... თავისას ხომ ისწორებს. ჭიქის აწევაშია მაგარი მხოლოდ, ღალატში კიდევ... ცოლები უზით სახლში, აჩენინებენ შვილებს და ვსიო..მოიხადა ქალმა თავის მოვალეობა... სხვა აღარაფერი სჭირდება ქალს, დამთავრდა... ეს არის ქართული რეალობა, ფილმში სწორად წარმოჩენილი, ქმრისგან დაკნინებული და გაუბედურებული ქალის."
"ცოტა სხვანაირად მოიქცა ნინა, ანუ დატოვა სამზარეულო და კაფეში გაისეირნა თავისსავე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ერთად და უკვე ჩაქოლეს ფბ-ზე ჩასაფრებულმა ციციკორეებმა...აი, ასეთი საზიზღარი საზოგადოება გვაქვს, სხვის ცხოვრებაში აქვთ გრძელი ცხვირები ჩაყოფილი და მერე გვიკვირს, რატომ ხდება ამდენი უბედურება"
"ნინასნაირ უმადურ და გამუდმებით უკმაყოფილო ცოლს რომ ვუყურებდე დათოს ადგილას, ერთხელ კი არა, ყოველდღე ვუღალატებდი. იმედი მაქვს, ნაირას თუ არა, მანანას მაინც დატოვებთ ქმრის ერთგულს, ისე არ ქნათ, წესიერებაზე ბოლოს კატომ დაიწყოს ლაპარაკი "
"ეს არის უმადურობა. დათოს რაც შეუძლია, აკეთებს, თუ არ გინდა, ვერ დაინახავ. ხუთი შვილის დედა რას ეძებს, საინტერესოა"- წერენ კომენტარებში.