ბიძინა ივანიშვილის დიდ ოჯახს 2019 წლის მიწურულს დიდი სიხარული ეწვია. ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დედის და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს. ბუნებრივია, ბავშვის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მაგრამ გავრცელებული ტრენდის თანახმად, ფოტოებს ყოველთვის ისე იღებდნენ, რომ პატარას სახე არ გამოჩენილიყო.
დღეს ბერუკა ივანიშვილი გაქრისტიანდა. ინსტაგრამზე ბერუკას პირველი ფოტო და პოსტი ახალბედა მამამ შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: "ჩემი ბიჭი გაქრისტიანდა, ჩვენს დიდ ქრისტიანულ ოჯახს ახლა უკვე ახალი წევრი ჰყავს".
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი პატრიარქმა მონათლა და დალოცა, ნათლიების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ საჯაროვდება.
თეკლა ჟვანია