14 იანვარს მთელი საქართველო მეორედ აღნიშნავს ახალ წელს, ამჯერად - ძველით ახალ წელს და მეორედ შეეგებება 2020 წელს.
პატარები ჯერ კიდევ ისვენებენ, გართობა და თამაში უნდათ, თუმცა ცოტაღა დარჩა ადგილი, სადაც შეიძლება, ისინი წაიყვანო და გაართო, სადაც მათთვის შესაფერისი გარემო დახვდებათ და დროს შინაარსიანად გაატარებენ.
როგორც ყოველთვის, წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავისი მომხმარებლების მოთხოვნებსა და ინტერესებს უწყობს ფეხს, ამიტომაც გაითვალისწინა მშობლებისა და ბავშვების სურვილები და 14 იანვარსაც მოაწყობს მათთვის დღესასწაულს.
მაშ ასე, 14 იანვარს, ბიბლუსი გალერეებში: კანდელაკის 7-ში და ჭავჭავაძის 7-ში, 15:00-დან 17:00 სთ-მდე, დაგხვდებათ სანტა და ელფი, პატარები ითამაშებენ, გაერთობიან, სანტასთან ერთად იცეკვებენ, მშობლებს კი უფასო გლინტვეინით გაუმასპინძლდებიან.