"სპორტის მასწავლებელმა შენიშნა, რომ რაღაც ისე არ იყო და შეგვატყობინა..." - შემთხვევა, რომელმაც ცოტნეს ცხოვრება შეცვალა
"სპორტის მასწავლებელმა შენიშნა, რომ რაღაც ისე არ იყო და შეგვატყობინა..." - შემთხვევა, რომელმაც ცოტნეს ცხოვრება შეცვალა
11 წლის ცოტნე გვიმრაძე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა მოულოდნელად მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ახლა ცოტნეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ესაჭიროება ძვირად ღირებული ოპერაცია. ცოტნეს დედა გვიყვება:

- ორი წლის წინ, მაისში, ბავშვს კისრის გადახრა დაეწყო, რაც სპორტის მასწავლებელმა შენიშნა და შეგვატყობინა. მკურნალობა ხერხემალზე დავიწყეთ. ზაფხულში თითქოს სახე ჰქონდა არაპროპორციული. შემდეგ მხედველობის გაორება დაეწყო და თვალის ექიმთან წავედით. ვიყავით ნევროპათოლოგთანაც.
დავიწყეთ თვალზე მკურნალობა, ვარჯიშებს ვაკეთებდით, სათვალეც გაიკეთა. ექიმმა ხერხემლის ტომოგრაფია მოგვთხოვა. ჩემი ინიციატივით, თავზეც გადავუღეთ. თებერვალში უკვე გავიგეთ, რომ წანაზარდი იყო. გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე (პილოციტური ასტროციტომა). ღეროვანიდან თავის ტვინში იყო ასული. კისტისა და თავის ტვინში არსებული სიმსივნის ნაწილის მოშორება საქართველოში მოხერხდა. პირველმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. აღუდგა მხედველობაცა და სმენაც. მანამდე სმენაც დაქვეითებული ჰქონდა ბავშვს.
3 საკონტროლო ტომოგრაფიაზე ზრდა არ შეინიშნებოდა, ბოლოს გადაღებულიდან კი ზრდა ისევ შეინიშნება და კვლავ სმენის პრობლემა აქვს ცოტნეს. საქართველოში ეს ოპერაცია კეთდება. გერმანელ ექიმთან გავიარე კონსულტაცია, რომლის თქმითაც, მათ ხელთ არსებული აპარატურით, პირველივე მცდელობით უნდა მოხდეს წარმონაქმნის სრულად და სუფთად ამოღება. როდესაც დედას ასეთ რაღაცას ეტყვიან,
როგორ შეიძლება, გავრისკო და საქართველოში გავაკეთო ოპერაცია? გერმანიაში მკურნალობის სავარაუდო თანხად 40 500 ევრო გვითხრეს. იმის გამო, რომ ოპერაცია საქართველოშიც ტარდება, ჯერ-ჯერობით სახელმწიფოსგან არაფერი გვიფინანსდება, თუმცა შეტანილი გვქვს ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტები და ექსპერტის რეკომენდაციას ველოდებით. ახლა ცოტნე თავს ცუდად არ გრძნობს. თუმცა მოწყენილი და გაღიზიანებულია. არც ეზოში ჩასვლისა და თამაშის სურვილი აქვს. ჯერ-ჯერობით ისევ სმენის პრობლემა გვაქვს. - ამბობს ცოტნეს დედა, ქეთი ხომასურიძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ:

მიმღები დედა: ქეთევან ხომასურიძე
პ/ნ 22001007417 დაბადების თარიღი: 01.06.1982

თიბისი ბანკი
GE58TB7949536010100025GEL
GE38TB7949545061100060EUR
GE38TB7949545061100060USD

საქართველოს ბანკი

GE11BG0000000218978500GEL
GE29BG0000000051448700EUR
GE29BG0000000051448700USD

29575
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მარიამი
0
კარგი იქნება ჩართოთ ტელეფონით ჩარიცხვა ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი,ეს ბევრისთის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.
09:17 / 15-01-2020
გლეხი
1
ხომ შეიძლება ხანდახან ექიმებმაც გააკეთონ ქველმოქმედება? კარგი, ფულ არ აქვთ მაგრამ კვირაში ერთი ოპერაცია უფასოდ რომ გააკეთოს ყველა კლინიკამ ხომ შეუძლიათ? ან რატომ უნდა ღირდეს ერთი ოპერაცია 40 000 ევრო, გამოდის რომ სიცოცხლით ვაჭრობენ..
08:53 / 15-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი