დისნეის 10 ფილმი, რომელსაც სიამოვნებით უყურებთ ბავშვებთან ერთად
დისნეის 10 ფილმი, რომელსაც სიამოვნებით უყურებთ ბავშვებთან ერთად
ეს ფილმები ასწავლის სიკეთეს, კეთილშობილებას, ოცნებისკენ სწრაფვას. როგორი წინააღმდეგობებიც არ უნდა შეხვდეთ ფილმის გმირებს, ისინი პოულობენ გზებს მათ გადასალახავად.

ჯადოსნური შობა
mshoblebi

ჯინი გრეინჯერს დიდი ხანია დაავიწყდა, თუ რა სიხარული მოაქვს დღესასწაულებს. მიზერული ანაზღაურების საფასურად მთელი დღეები მუშაობს და ძლივს ჰყოფნით საარსებოდ მას, ორ შვილსა და უმუშევარ მეუღლეს. იმისათვის, რომ გაახსენდეს შობის სიხარული, მასთან ანგელოზი მოვა. მართალია ის მოხუც კოვბოის უფრო ჰგავს, მაგრამ კარგად ართმევს თავს დავალებას.

მამაც გულს ვერ გატეხავ

mshoblebi
ობოლი გოგონა მიეკედლა მოხეტიალე ატრაქციონის წევრებს, რათა საკუთარი ოცნება აეხდინა
და ცხენზე ჯირითი ესწავლა. თავისი მიზნისკენ კი გასაოცარი სიჯიუტით მიიწევს.

ტოგო

mshoblebi
ამ ფილმში მოთხრობილია ჰასკის ჯიშის ძაღლზე, სახელად ტოგოზე, რომელიც 1925 წელს ალასკაზე, ქალაქ ნომში ექიმებს დიფტერიის ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში დაეხმარა და ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ხაფანგი მშობლებისთვის

mshoblebi
გოგონა სახელად ჰოლი პარკერი კალიფორნიაში მამასთან ერთად ცხოვრობს, მისი ტყუპისცალი კი ინგლისში - დედასთან. გოგონები სრულიად შემთხვევით ერთ ბანაკში მოხვდნენ. მათი მშობლები განქორწინებულები არიან. გოგონები კი მოახერხებენ და ისევ შეარიგებენ მშობლებს.

თეთრი ეშვი

mshoblebi
მგელი თეთრი ეშვი დარჩა ობლად მას შემდეგ, რაც მონადირემ დედა მოუკლა. ადამიანი და მგელი ეხმარებიან ერთმანეთს, რათა გადაურჩნენ საშინელ პირობებს.

ალექსანდრე და
საშინელი, კოშმარული და არასასიამოვნო დღე

mshoblebi
როდესაც დილიდან ყველაფერი ირევა, ღირს იმაზე დაფიქრება, მართლა ასე ცუდაა თუ არა საქმე? ოჯახის წევრების სიყვარული და იუმორის გრძნობა პატარა ალექსანდრეს და მისი ოჯახის წევრებს ყველაზე ცუდი დღის გადატანაში ეხმარება.

ვინ არის ოჯახში უფროსი

mshoblebi
იურისტმა ჯეკ სტარჯესმა დაქორწინება გადაწყვიტა ცნობილ გოგონაზე. მაგრამ მისი 11 წლის ბიჭი დარწმუნებულია, რომ დედასთან ერთად კარგად ცხოვრობს და ამიტომ ის გადაწყვეტს, ჩაშალოს შეყვარებულების გეგმები. აღმოჩნდება, რომ "მოწინააღმდეგე" საკმაოდ ძლიერა.

ეშმაკის მთა

mshoblebi
ჯეკ ბრუნოს ტაქსში ჩახტებიან სეტი და სარა, რომლებსაც მოსდევენ. კაცი მოგვიანებით ხვდება, რომ ბავშვებს მართლაც სჭირდებათ დაცვა. თუმცა ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბავშვები.

დიდლებთან ერთად

mshoblebi
ტყუპებს - სტიუ და ფილა დიდლებს დაბადების დღეზე სკოლიდან აგდებენ. 18 წლის ბიჭების მამა დაიღალა ბიჭების ონავრობით და მათ აგზავნის ბანაკში. სწორედ იქ ხვდებიან ღირსეულ მოწინააღმდეგეს და სწორედ მაშინ იწყება ახალი თავგადასავლები. ვინ გაიმარჯვებს?

მერი პოპინსის დაბრუნება

mshoblebi
მოქმედებაა 30-იანი წლების ლონდონში ხდება. ალუბლის შესახვევის № 17 სახლში, ბანკის თანამშრომელი - მაიკლ ბენკსი ცხოვრობს. მას 3 შვილი ჰყავს. ბავშვებს დედა გარდაეცვალათ. ოჯახი ფინანსური კრიზისის ზღვარზეა. მაიკლს და მის დას გაახსენდებათ, რომ მამამისს ბანკის ბანკნოტები ჰქონდა შენახული და სარდაფში იწყებენ ძველ ნივთებში ძებნას. სწორედ აქ ნახავენ ბავშვობის დროინდელ ფრანს და სანაგვეში აგდებენ. ბავშვები პოულობენ და ჰაერში უშვებენ. იქიდან კი ძაფს მერი პოპინსი მოჰყვება. სწორედ აქედან იწყება ნამდვილი მუსიკალური ამბავი.

alt5 ფილმი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ


882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?