თითქმის ყველა პატარა გოგონა ოცნებობს ვარსკვლავობაზე ან მოდელობაზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი გეგმები და ოცნებები ზრდასრულობის ასაკში იცვლება. ალია ჩაღლარმა თურქეთიდან, გადაწყვიტა, რომ ქალიშვილ სტეფანისთვისოცნებები ბავშვობაშივე აესრულებინა. გამოიყენა სხვადასხვა მასალა - ქაღალდები, პლასტმასის შეკვრა და მისთვის ისეთი კაბები შექმნა, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ცნობილ ვარსკვლავებს ეცვათ. შემდეგ კი სპეციალურად სტეფანისთვის ფოტოსესია მოაწყო.