ეს ფოტოები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ გენეტიკა საოცარი რამაა და ხანდახან ძალიან უცნაურად ვლინდება.
მაილო და ოსკარი ღვიძლი ძმები არიან, თუმცა ასეთი განსხვავებულები - მათი დედა ბრიტანელია, მამა კი - იამაიკელი.
ოსკარი როცა მამასთან ერთადაა, ძნელად იჯერებენ, რომ ისინი მამა-შვილი არიან.
ამ და-ძმის ძარღვებში ბევრი სხვადასხვა სისხლი ჩქეფს. მათი დედის წინაპრებს შორის იყვნენ აფროამერიკელები, ინდიელები, პორტუგალიელები, პუერტორიკოელები, იამაიკელები, მამის წინაპრებს შორის კი - სირიელები, პოლონელები, ფრანგები და იტალიელები.
ტაიგერმა, ბამბიმ და როკეტმა ასეთი ლამაზი და უცხო გარეგნობა მიიღეს ჰოლანდიელი დედისა და სურინამელი მამის წყალობით.
გაბრიელსა და ადონისს დედიკო ჰაიტელი ჰყავთ, მამა კი - ბელგიელი. ფოტოზე სწორედ დედასთან ერთად არიან.
ამ პატარა გოგოს წინაპრებს შორის კი არიან მექსიკელები, ესპანელები, პორტუგალიელები, ფრანგები, აფროამერიკელები და კრეოლები.