4 თვის ბავშვს, რომელსაც გულის მანკი ჰქონდა, ხბოს სარქველი გადაუნერგეს
4 თვის ბავშვს, რომელსაც გულის მანკი ჰქონდა, ხბოს სარქველი გადაუნერგეს
ახლა ბიჭი უკვე 10 თვისაა. ბრედლი ჰარისონი დაბადებისთანავე საავადმყოფოში "ცხოვრობს". გულის უკმარისობისგან მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა. ექიმებმა 9-საათიანი ოპერაცია ჩაატარეს და ახალშობილს ხბოს სარქველი ჩაუსვეს.

24 წლის ემბერ გრიფიტსმა ჯერ კიდევ ორსულობის დროს გაიგო, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ექნებოდა. კერძოდ კი - გულის მანკი. ექიმებმა მაშინვე შესთავაზეს ორსულობის შეწყვეტა, მაგრამ დედამ უარი განაცხადა აბორტზე. დაბადებიდანვე დაეტყო პატარა ბრედლის, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. როგორც კი ტირილს იწყებდა, მაშინვე ლურჯდებოდა.  
mshoblebi
საჭირო იყო სასაწრაფო ოპერაცია. ექიმებმა უჩვეულო ვარიანტი შესთავაზეს - ხბოს სარქველი! ემბერი თავიდან უნდობლად შეხვდა ამ იდეას, ვერ წარმოიდგენდა, რომ თავის შვილს ცხოველის სარქველი ექნებოდა გულზე, მაგრამ ექიმმა აუხსნა, რომ დონორის ქსოვილი აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

"ორგანული წარმოშობის სარქველები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე პლასტიკური და მექანიკური ანალოგები, რომლებიც მომავალში თრომბის განვითარებას შეუწყობენ ხელს", - აუხსნეს ექიმებმა დედას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პატარა ბრედლი ჰარისონი შესანიშნავად გრძნობს თავს.
5461
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
lia
0
საქართველოში ჯერ არ გამიგია მასეთი რამ. კარგი იქნებოდა აქაც ეცადათ.
16:17 / 15-01-2020
ლადო
0
სტატიის ავტორმა რამდენიმე ათეული წლით დააგვიანა, დღეში ალბათ მსოფლიოში რამდენიმე ათეულ ადამიანს უკეთებენ ასეთ სარქველს
14:00 / 15-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი