ახლა ბიჭი უკვე 10 თვისაა. ბრედლი ჰარისონი დაბადებისთანავე საავადმყოფოში "ცხოვრობს". გულის უკმარისობისგან მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა. ექიმებმა 9-საათიანი ოპერაცია ჩაატარეს და ახალშობილს ხბოს სარქველი ჩაუსვეს.
24 წლის ემბერ გრიფიტსმა ჯერ კიდევ ორსულობის დროს გაიგო, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ექნებოდა. კერძოდ კი - გულის მანკი. ექიმებმა მაშინვე შესთავაზეს ორსულობის შეწყვეტა, მაგრამ დედამ უარი განაცხადა აბორტზე. დაბადებიდანვე დაეტყო პატარა ბრედლის, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. როგორც კი ტირილს იწყებდა, მაშინვე ლურჯდებოდა.
საჭირო იყო სასაწრაფო ოპერაცია. ექიმებმა უჩვეულო ვარიანტი შესთავაზეს - ხბოს სარქველი! ემბერი თავიდან უნდობლად შეხვდა ამ იდეას, ვერ წარმოიდგენდა, რომ თავის შვილს ცხოველის სარქველი ექნებოდა გულზე, მაგრამ ექიმმა აუხსნა, რომ დონორის ქსოვილი აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
"ორგანული წარმოშობის სარქველები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე პლასტიკური და მექანიკური ანალოგები, რომლებიც მომავალში თრომბის განვითარებას შეუწყობენ ხელს", - აუხსნეს ექიმებმა დედას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პატარა ბრედლი ჰარისონი შესანიშნავად გრძნობს თავს.