პრინც ჰარის თავისუფლება ძვირად დაუჯდება - ოჯახური შეხვედრის დეტალები
პრინც ჰარის თავისუფლება ძვირად დაუჯდება - ოჯახური შეხვედრის დეტალები
პრინცი ჰარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად დამოიკიდებლად ცხოვრების სურვილი გამოთქვა და უარი თქვა სამეფო ტიტულზე, 13 იანვარს დედოფალ ელისაბედსა და პრინც ჩარლზს შეხვდა მოსალაპარაკებლად. ბებიასა და მამასთან ხანგრძლივი საუბარი შედგა, და როგორც ამბობენ, საკმაოდ დაძაბულიც. 

პრინცმა ჰარიმ ყველა პრივილეგიაზე თქვა უარი, რომ თავისუფლად იცხოვროს ორ ქვეყანაში - კანადასა და დიდ ბრიტანეთში, ცოლთან ერთად. ეს საჯარო სურვილი დიდი დარტყმა იყო ბრიტანეთის მონარქთა ოჯახისთვის, რომელიც ისედაც შერყეულ რეპუტაციას ებრძვის ბოლო
წლებია. თუმცა ყველას გასაოცრად, დედოფალი ელისაბედი შვილიშვილს სუყრვილს დათანხმდა და უფლებამოსილებების დათმობასაც დაეთანხმა. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფინანსური საკითხები და როლები სასახლეში. 
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ პრინცი ჰარი, მისი ძმა - პრინცი უილიამი, მამა - პრინცი ჩარლზი და დედოფალი ელისაბედი. მეგანი შეხვედრას არ დასწრებია. პრინცმა ჩარლზმა უმცროს შვილს განუმარტა, რომ მისი ფინანსური მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, აქამდე პრინცისთვის საკმაო თანხებს გამოყოფდა - სწორედ ჩარლზმა გადაიხადა ჰარის სახლის რემონტის თანხები, მეგანის ძვირად ღირებული გარდერობის და სხვა ოჯახური ხარჯებიც მან აანაზღაურა. 

ამიერიდან თავისუფალი ჰარი და მეგანი იღებენ უფლებას, იცხოვრონ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მისი ტერიტორიის გარეთაც - კანადაში. აქამდე სამეფო ოჯახის წევრს ამის უფლება არ
ჰქონდა. თავისუფლების ფასად პრინცმა დათმო ყველა პრივილეგია, მომავალში ტახტზე დაჯდომის შანსიც და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დიდი ფინანსური მხარდაჭერაც.

mshoblebi
6661
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
:):):)
5
მოკლედ შევიდა ამათ ოჯახში გლეხის ქალი და არია/დარია ამათი სამეფო იდილიური ცხოვრება..... აბა რა ეგონათ :) ხომ არის ნათქვამი : არა შეჯდა მწყერი ხესაო.......
02:12 / 16-01-2020
ნათელა
8
მივესალმები ჰარის გადაწყვერილებას, ახალგაზრდობიდანვე იგი ამჯღავნებდა ამ თვისებას. დიანა თავისუფალი რომ ყოფილიყო დღეს ცოცხალი იქნებოდა
00:25 / 16-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი