"წასულიყო ტაქსით, მეტროში რომ შემოეკვეხა ამხელა მუცლით... " - ორსული ქალის წერილი
"წასულიყო ტაქსით, მეტროში რომ შემოეკვეხა ამხელა მუცლით... " - ორსული ქალის წერილი
ორსულობა ის პერიოდია ქალის ცხოვრებაში, როცა ახალი, მნიშვნელოვანი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზი იწყება.

მას თან ახლავს გარკვეული სიძნელეები და სირთულეები. სწორედ ამ თემაზე გვწერს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი და გვიზიარებს თავის გამოცდილებას:

"ორსულობა, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი პერიოდია ქალის ცხოვრებაში. თუმცა, პირადი გამოცდილებით, ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თან.
ყველა რომ ცალკე გამოვყოთ, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება წერა, მაგრამ ახლა მინდა მოგიყვეთ, ის, რაც ყველაზე მეტად "მტკივნეულია" ამ პერიოდში და რაც საკუთარ თავზე
გამოვცადე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

განსაკუთრებით რთულია, როცა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ხარ გასასვლელი.
თუ შემთხვევით რაიმე სასწაული მოხდა და თავისუფალი ადგილი შეგხვდა, ჩათვალე, რომ სასწაულად იღბლიანი დღე გაქვს. თუ არადა გამორიცხულია, ვინმემ დაგითმოს, განსაკუთრებით, შუახნის ქალბატონები, მამაკაცები ისე ურცხვად მოგარიდებენ თვალს, ჩათვლი, რომ იქ არ არსებობ.

ყოველ დილით ჩვეულ მარშრუტს გავდივარ სახლიდან სამსახურამდე. საკმაოდ შორი მანძილის გავლა მიწევს და მინიმუმ, ორი ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდება.
ჩავედი მეტროში, როგორც ყოველთვის, გატენილი ვაგონებით მოვიდა, იქ დგომას და ლოდინს აზრი არ აქვს. შევედი ერთ-ერთ ვაგონში, ავიწურე კართან, აბუტბუტდნენ ფეხზე მდგომები: "ორსული ფეხზე დგას, ვინმემ დაუთმოს"..

"წასულიყო მერე ტაქსით, აქ რომ შემოეკვეტა ამხელა მუცლით", - აცმაცუნდა შუახნის
ქალი,  თან აქეთ-იქით იხედება, თანამოაზრეებს ეძებს, რომ ვინმემ მხარი აუბას.
"გაჩუმდი სირცხვილია",- აჩუმებს თანმხლები, ახალგაზრდა ბიჭი.

ყელში ბურთი გამეჩხირა, თავი ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია, ხმა ვერ ამოვიღე ან რა უნდა მეთქვა?! ტაქსის ფული რომ მქონდეს, მსიამოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭყლეტა?!

რატომ ვართ ასეთი უხეშები ერთმანეთის მიმართ?! რა საჭიროა ამდენი აგრესია?! რატომ უნდა მოუწამლო შენი დაუფიქრებელი ქმედებით თუ სიტყვით ადამიანს მთელი დღე?!

სუფრებზე რომ გამოიდებთ ხოლმე თავს მანდილოსნების სადღეგრძელოებით, ქართველ ქალს, დედას, რომ უნდა გაუმარჯოს... რეალობაში რა გემართებათ ამ ხალხს?

ახალგაზრდა თაობის ლანძღვა მესმის სულ "ასეთები, ისეთები", სწორედ ეს თაობაა კისრისტეხით რომ წამოვარდებიან და ადგილს გვითმობენ ორსულებს, უფროსებს მოხუცებსა და ბავშვებს. 

ხალხო, ნაკლები აგრესია, მეტი პატივისცემა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. ასე რთულია?!"
მაია 30 წლის
13520
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
Nita
0
ჰმ-ს, ორსულობა არ არის ავადმყოფობა, მაგრამ იმაზე მეტი ენერგია გვჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ადრე მეც მეძინა ტრანსპორტში, გადაღლილს, მაგრამ ორსულს ან მოხუცს ვუთმობდი, შეღვიძებული თუ დავინახავდი!!! ორსულს ხშირად სტკივა წელი, ფეხები, განსაკუთრებით მაშინ როცა ბავშვი იზრდება. ყველაზე ცოდოა ქალი პირველ ტრიმესტრში, როცა არც გეტყობა და ყველაზე უფრო ცუდად ხარ. თუ ქალი ხარ, იმედია ორსულად იქნები ერთ დღესაც და მიხვდები, თუ კაცი ხარ, ვინც ორსულად ყოფილა იმასთან გაიკითხე. ან ჩაიდე სამი კგ. საზამთრო ან რამე ტვირთი ტანსაცმელში, ფეხზე მიიბი ქვიშიანი ტომრები, ასე იარე და დადქეი ტრანსპორტში მერე ფეხზე
11:53 / 20-01-2020
ტოტო-ს
4
ორი შვილი მყავს. არ მახსოვს ასაკოვანი ქალის გარდა ვინმეს მოსვლოდეს თავში აზრად, რომ ადგილი დაეთმო. იმათ ადგილას მე არ ვჯდებოდი. წარმოიდგინეთ მე ვზივარ და 60 წელს კარგად გადაცილებული ფეხზე დგას. მათზე ახალგაზრდას აზრად არ მოსვლიათ ადგილის დათმობა.
10:13 / 20-01-2020
ნინო
0
არა,ორსულობა ავადმყოფობა არარის და ვინც იმას აბობს რომ ადგილი არუნდა დაუთმოს,ოჯახში ნამდვილად არაა გაზრდილი და არაფერი უსწავლებია მისთვის.ასეთებს მე ხეპრეებს ვეძახი.ნათქვამია ვირისგან წიხლი არუნდა გეწყინოსო.....
22:40 / 19-01-2020
ჰმ
12
ზოგჯერ ისე ვიტვირთები დღის განმავლობაში ტრანსპორტში, რომ არ მეძინოს გაჩერებიდან სახლამდე ვერ მივალ. ენერგია და ძალა აღარ მაქვს. ორსული, ბავშვი, მოხუცი და ა.შ. სულ გხვდება საზოგადოებრივ ტანსპორტში. ხშირად შევსწრებივარ გატენილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორსული ამოსულა იმ იმედით ვინმე ადგილს დაუთმობს. არც არავის გავამტყუნებ თუ არ დაუთმობს. ორსულობა ავადმყოფობა არ არის. თუ გართულებული არის მაშინ სახლში წოლითი რეჟიმი აქვთ დანიშნული. სამსახურში სამუშაოდ არ დადიან მაგ შემთხვევაში. ნაგლად როცა იქცევიან პასუხად იგივეს იღებენ ჩემგანაც.
21:45 / 19-01-2020
333
0
სიმართლე გითხრათ,ცოტა გამიკვირდა,ყოველთვის არის ისეთი ადამიანი,რომელიც ადგილს უთმობს ორსულს..ასაკის მიუხედავად..ამ ერთი შემთხვევით რთულია ვინმეზე აუგის თქმა.მჯერა,რომ ენამწარე ხალხიც ბევრია,მაგრამ არა ისე,რომ ორსული ვინმემ ფეხზე მდგარი დატოვოს.პორადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ.
17:30 / 19-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?