ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის 1 წლის შვილს, ალექსის საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აუცილებელია ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა. ამ ეტაპზე პატარა ალექსი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.
"იქნებ ვინმემ გამაღვიძოს, სადაა ზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის, ვეღარ ვიგებ, თითქოს ჩემი ტვინი ავარიაში მოხვდაო, იქნებ ვინმემ მიპასუხოს კითხვებზე: რატომ? როდის? საიდან? როგორ?... პასუხი არსადაა. ვის ვკითხო, ვის თვალებში ვეძებო... ჩემი გული ყოველთვის განიცდიდა სხვის ტკივილს ისე, როგორც საკუთარს. ეს ყველამ იცის, ვინც კარგად მიცნობს. ყველა მიყვარს, ყველას ვეფერები, თუნდაც გულში. ბევრი მიტირია ღამე, ან ჩუმად, სხვისი ცუდის ან ტკივილის გამო.. ბუნებრივია, ფიქრობ, რატომ? - მაგრამ პასუხი არ არსებობს. ვიცი, რომ ჩემნაირ განსაცდელშიც ბევრია და იგივე კითხვები აწუხებთ. მაგრამ, ღმერთო, დამიბრუნე ყველა ჩემი კეთილი საქმეები, კეთილი ფიქრები, რაც სხვების მიმართ მქონია და გამიკეთებია, წინ დამახვედრე ყველაფერი, უკან დამიბრუნე..." - წერს ალექსის დედა, ნატალი გვედაშვილი.
ანგარიშის ნომერი : GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი)
მიმღები: ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)