როგორც იცით, კახა კალაძის და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟის - ნიკოლა კალაძის ფოტოებს კარგა ხანს არ ასაჯაროებდნენ. ბოლო დროს კი ნიკოლა სულ უფრო ხშირად ჩნდება ინსტაგრამზე, დედის, მამის ან ძმების გარემოცვაში და ანუკი არეშიძის ინსტაგრამ-გვერდის გამომწერებიც მსჯელობენ ხოლმე, ვის უფრო ჰგავს პატარა კალაძე.
ცოტა ხნის წინ ანუკიმ ნიკოლასთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ნიკოლა მამას ჰგავს, თან ძალიან.
ეს კი კალაძეების ბოლოდროინდელი ოჯახური ფოტოები.