მილა იოვოვიჩმა დაიჩივლა, რომ მესამე მშობიარობამდე თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს
მილა იოვოვიჩმა დაიჩივლა, რომ მესამე მშობიარობამდე თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს
44 წლის ვარსკვლავი მილა იოვოვიჩი სულ მალე მესამედ გახდება დედა. მთელი ორსულობის პერიოდში ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიური იყო და ხელმომწერებს უზიარებდა თავის განცდებს, ფიზიკურ მდგომარეობას. ახლა აღიარა, რომ ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გააჩინოს მესამე შვილი. 
mshoblebi
მილას თქმით, მშობიარობამდე სულ ორი კვირაღა დარჩა, მაგრამ ძალები გამოეცალა. მისი თქმით, მესამე ტრიმესტრი ყველაზე რთული აღმოჩნდა: "სპილოს ფეხები მაქვს, ზურგი და წელი მტკივა, 15 წუთში ერთხელ ტუალეტში დავრბივარ. ძილი? აღარც მახსოვს, როგორია. თუ ბავშვი ისეთივე
მყვირალა იქნება, როგორიც ჩემი უფროსი ქალიშვილი იყო, ალბათ შემდეგი რამდენიმე წელიც ვერ გამოვიძინებთ". 
mshoblebi
მილას 54 წლის რეჟისორ პოლ ანდერსონთან ორი ქალიშვილი ჰყავთ. ერთი ორსულობა, სამწუხაროდ, იძულებითი აბორტით დასრულდა, რაზეც საკმაოდ მტკივნეულად ისაუბრა ცოტა ხნის წინ. 

alt"დღემდე კოშმარებს ვხედავ ამაზე..." - მილა იოვოვიჩის პირადი ტრაგედია და ვიდეო, რომელმაც მსოფლიოს ქალები აატირა

alt"ამ ორსულობის დროს არ მივარჯიშია და 22 კილოგრამი მოვიმატე" - 43 წლის მილა იოვოვიჩი მესამე ბავშვის მოლოდინში


3640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?