11 წლის მოსწავლემ, ტიმოთე დროგინმა მოზარდთა კონფერენეციაზე საოცარი სიტყვა წარმოთქვა. ბიჭუნა შეეცადა უფროსებისთვის წარმოედგინა ყველა ის მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლა არ უყვარს. მართალია ტიმოთე ქართული სკოლის მოსწავლე არ გახლავთ, მაგრამ მის მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არც ქართული სინამდვილისთვის არის უცხო. მისი თქმით, სკოლა არ ასწავლის იმას, რომ შეცდომების დაშვება აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე ხდება რაიმეს სწავლა. თერთმეტი წლის სპიკერმა კონფერენციაზე ის მიზეზები ჩამოთვალა, თუ რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლაში სიარული.
1. მასწავლებელი
როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, მაშინვე ცდილობენ ჩაუსახონ შიში. შიში მასწავლებლის მიმართ.
2. ნიშნების შიში
პირველი შიშის შემდეგ ვითარდება შიში ნიშნების მიმართ. ამას მოჰყვება მშობლისგან დასჯის შიში, დირექტორის შიში. სკოლაში არავინ გაქცევს ყურადღებას როგორც პიროვნებას. შეფასება მხოლოდ ნიშნების მიხედვით ხდება.
3. ნიშნების შიში
კიდევ ერთი შიში - შეცდომის დაშვების შიშია. სკოლაში არ ასწავლიან იმას, რომ შეცდომის დაშვება დაბნაშაული არ არის. არადა ისე ვერ ისწავლი, თუ შეცდომა არ დაუშვი.
4. დაცინვა
კიდევ ერთი მიზეზი - თანაკლასელების მხრიდან დაცინვაა. ხშირად ამის მიზეზი მასწავლებელია. მთელი კლასის წინ არცხვენენ ბავშვებს, მიუთითებენ შეცდომაზე. მათთვის ნიშანი არის მთავარი. მე დავდიოდი ხელოვნების წრეზე, ვისწავლე ბისერებით სამაჯურების კეთება, ცომის მოზელვა და სხვა ბევრი რამ. როდესაც ჩემი წრის მასავლებელი სკოლაში მივიდა, რათა შეეთავაზებინა სკოლის დირექტორისთვის მასტერ-კლასი და თან ჩემი წარმატებების შესახებაც მოუყვა, დირექტორს გაუკვირდა: "შენ? არ არსებობს!"
5. სულელური ტესტები
ტესტებს ხომ ორი ან სამი სავარაუდო პასუხი აქვს. ბავშვმა რომ კარგი ნიშანი მიიღოს, განსაზღვრული პასუხი უნდა შემოხაზოს. იქნებ მე ჩემი აზრი მაქვს, რომელიც მინდა რომ გამოვხატო. არა მგონია, რომ ათოსან მოსწავლესაც კი ყველაფერი ახსოვდეს ყველა საგანში, 10 წლის შემდეგ. ჩემი აზრით, თუკი ბავშვს რაიმე საგანი დააინტერესებს, თავისუფლად შეუძლია ისწავლოს.
6. საშინაო დავალებების რაოდენობა
წავიკითხე, რომ არ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი იმისა, რომ საშინაო დავალებები მოქმედებს ბავშვის განათლებასა და მოსწრებაზე. ერთხელ ინგლისურში იმდენი დავალება მომცეს, რომ 3 საათი ვიჯექი და ვწერდი. როდესაც ავდექი, კისერს ვერ ვამოძრავებდი. წამიყვანეს ტრავმატოლოგიურში დამთელი კვირა კისრის კორსეტით დავდიოდი სკოლაში.
7. უნიკალურობის აკრძალვა
სკოლაში ძალიან არ უყვართ გამორჩეული ბავშვი. ეს იწყება მასწავლებლისგან, გადაეცემა მოსწავლეებზე და რჩება მათთან მთელი ცხოვრება.
8. სკოლა არ ასწავლის იმას, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები
წავიკითხე, რომ როდესაც ჯონ ლენონი 5 წლის იყო, დედამ უთხრა:"ცხოვრებაში მთავარი- ბედნიერებაა". როდესაც სკოლაში წავიდა, ჰკითხეს: "რა გინდა გამოხვიდე ცხოვრებაში?" მან უპასუხა: "მინდა ვიყო ბედნიერი". მათ უპასუხეს: "შენ ვერ გაიგე შეკითხვა". მისი პასუხი იყო: "თქვენ არ გესმით ცხოვრება".
9. სკოლა არ ასწავლის ინფორმაციასთან მუშაობას.
მაგალითად ვუყურებ YouTube-ს არხს, სადაც ფიზიკის მასწავლებელი ადვილად და ხალისით ხსნის ამა თუ იმ მასალას. ასეთი გაკვეთილების მოსმენა შემიცვლის ათეულობით მოსაწყენ გაკვეთილს.
10. სკოლა არ ამზადებს ცხოვრებისთვის
სკოლა - უნდა იყოს მზადება ცხოვრებისთვის. მაგრამ ის არ გვასწავლის
როგორ გამოვიმუშაოთ თანხები, როგორ გავზარდოთ შემოსავალი... ჩემი აზრით, სკოლაში უნდა ასწავლიდნენ ურთიერთობებს, რადგან ის მთავარია ცხოვრებაში.
წყარო