როდისაა წელს სურბ სარქისის ღამე და რატომ უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერი
როდისაა წელს სურბ სარქისის ღამე და რატომ უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერი
სურბ-სარქისობა მართლმადიდებლური დღესასწაული არ გახლავთ, მაგრამ ვინაიდან სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა, ქართველ ახალგაზრდებშიც პოპულარულია.  ხალხში გავრცელებული აზრით, სურბ-სარქისის დღეები ქარიან ამინდებსაც ემთხვევა და ერთგავარად ასეც შეიძლება აიხსნას მის მიმართ ინტერესი.
დღესასწაული სომხეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მცოცავია, 2020 წელს კი 8 თებერვალს ემთხვევა.

დღესასწაულს წინ 5 დღიანი მარხვა უძღვის, ხოლო პარასკევს ღამით ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ, რომ სიზმარში საქმრო ან საცოლე გამოეცხადოთ.

წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებშიც ამ დღეს
უამრავი ადამიანი იყრის თავს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წმინდა სარქისი ყოველთვის დაიცავს მათ სიყვარულს.

როგორ მოამზადოთ მარილიანი კვერი:

ს/კ ფქვილი
1/ჩ/კ მარილი
1 ს/კ წყალი

მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. არ მიაყოლოთ წყალი.
საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.

ლეგენდის მიხედვით, უნდა დაგესიზმროთ მომავალი საბედო, რომელიც წყალს დაგალევინებთ.

4342
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მეგი
0
7 რიცხვში უნდა გამოცხვეს კვერი და 12-ის მერე ჭამოთ
23:29 / 06-02-2020
Leka
0
გამარჯომათ მარილიანი კვერის მომზადების რეცეპტი წავიკითხე და მაინტერესებს ფქვილი რამდენი სუფრის კოვზი უნდა. პურის ფქვილია თუ მეადის
21:29 / 06-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?