ბედნიერი ექსჰერცოგინია შვილთან და ძაღლებთან ერთად პარკში სეირნობისას დააფიქსირეს - მშობლები

ბედნიერი ექსჰერცოგინია შვილთან და ძაღლებთან ერთად პარკში სეირნობისას დააფიქსირეს

2020-01-21 07:54:06+04:00

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ წყვილის მიმართ საჯარო ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ამჯერად ინტერნეტს მეგანის ფოტოები იპყრობს, სადაც სპორტულ, მოტკეცილ სამოსში გამოწყობილი ყოფილი ჰერცოგინია შვილთან და ორ ძაღლთან ერთად პარკში სეირნობს.

ე.წ. კენგურუში მოთავსებული რვა თვის არჩისთან ერთად მეგანმა არამარტო თავისუფალი ჩაცმულობით, არამედ იმ კმაყოფილი და ბედნიერი ღიმილითაც მიიპყრო ყურადღება, რომელშიც სამეფო ოჯახში მომხდარი სკანდალების ნიშან-წყალიც არ იკითხება.