"დავიფიცე, რომ მისი სახელის და გვარის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გამეზარდა" - თათია შარანგიას ემოციური პოსტი - მშობლები

"დავიფიცე, რომ მისი სახელის და გვარის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გამეზარდა" - თათია შარანგიას ემოციური პოსტი

2020-01-21 16:31:03+04:00

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია ყოფილი მეუღლის ცნობილ ბაბუას, საქართველოს გარდაცვლილ ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის. თათია, რომელმაც ვაჟიშვილს სწორედ ბაბუს საპატივცემულოდ დაარქვა სახელი, მასთან გატარებულ პერიოდს იხსენებს და დიდი ბაბუის შვილთაშვილთან გადაღებულ ფოტოსაც ურთავს:

"ორი ედუარდი...

განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავდი მოცარტს, მახსოვს მისი დახვეწილი გემოვნება და ღრმა ცოდნა კლასიკური მუსიკის. თურმე როგორი ფუფუნება იყო მასთან საუბარი და ბევრი ისტორიული მომენტის ერთი-ერთზე მისგან მოსმენა.

როდესაც გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, დიდი მორიდებით ვკითხე მას, თუ გაუხარდებოდა, შვილთაშვილს მისი სახელი ჰქონოდა. მახსოვს ხანმოკლე პაუზა და მისი პასუხი: "მე სხვანაირად არც წარმომედგინა, ბაბუ. დაარქვით ჩემი სახელი ჩემს შვილთაშვილს და ნახავთ, თუ რამდენად მეტს მიაღწევს, ვიდრე მისი დიდი ბაბუა, ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ბიჭი იქნება". მაშინ დავიფიცე, რომ მისი სახელის და გვარის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გამეზარდა. სრული პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით დავარქვი ჩემს შვილს მისი სახელი...

გავაჩინე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე გრძელი შავი თმით და ლურჯი თვალებით. კისერზე პატარა წითელი ლაქა შევამჩნიეთ. ეს ლაქა არც დედამისს აქვს, არც მამამისს. ჩამოვედი თბილისში, დაგვხვდა აეროპორტში მთელი ოჯახი და პირველი რეისით, რა თქმა უნდა, კრწანისის რეზიდენციისკენ ავიღეთ გეზი. არასდროს დამავიწყდება ბაბუს ამაყი და ბედნიერი თვალები. ის სითბო, რასაც ედუს მიმართ გამოხატავდა. როცა მასთან ახლოს მივედი, რომ ბავშვი ხელში ამეყვანა, ვნახე, რომ სწორედ ბაბუს, ზუსტად კისერზე, ზუსტად იგივე ფორმის წითელი ლაქა ჰქონდა. გაოგნებისგან იმდენი ვიყვირე, "ნახეთ, ნახეთ, ბაბუს ქონია ესეთი ლაქა" გაოგნებული მიყურებდა და ზუსტად ისე გაუხარდა, როგორც მე. სხვანაირად გაიღიმა, ვიდრე მანამ მენახა...

25 იანვარს ბაბუს დაბადების დღეა. ცხოვრება გრძელდება და ის ჩვენს შვილებში, ჩვენს შთამომავლობაში აგრძელებს მსვლელობას." - წერს თათია შარანგია.
შეგახსენებთ, თათია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. ამჟამად თათია სანდრო შელიაზეა დაქორწინებული, რომელთანაც მესამე ვაჟი შეეძინა.

alt"როცა ედუ გავაჩინე, სამყარომ იცვალა ფერი... როცა სანი გავაჩინე, კითხვა გამიჩნდა - რით დავიმსახურე ამხელა საჩუქარი?.. როცა ანდრიკელა გავაჩინე, მივხვდი, რომ ცხოვრება შედგა" - თათია შარანგიას ბედნიერება

altთათია შარანგიას ნუნუკა თამაზაშვილმა მოუნათლა ბავშვი

altთათია შარანგია რამდენიმე საათის წინ დაბადებულ შვილს მადლობას უხდის

altთათია შარანგია მესამე შვილს ელოდება - ამაღელვებელი ფოტოსესია