უნიკალური შემთხვევა ჩაჩავას კლინიკაში, 29 წლის ანი დავითინიძე მეექვსე შვილის დედა გახდა. შემთხვევის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს რომ 3 საკეისრო კვეთიდან მას 6 ტყუპი ჰყავს. ლიზას, ნიკოლოზს, მარიამს და ოთოს ძამიკოები შეეძინათ, ალექსანდრე და იოანე ჩაჩავას კლინიკაში დაიბადნენ. საკეისრო კვეთამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა, ახლა პატარები უკვე ერთად არიან სახლში. როგორც მეან-გინეკოლოგი, ზურა დარახველიძე ამბობს, მსგავსი შემთხვევა თავისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში არ ჰქონია, რადგან სამი ორსულობა ტყუპი ნაყოფით ნამდვილად იშვიათობაა.