"ყველა მამა ვალდებულია, თავისი შვილებისთვის სწორი ნაბიჯები გადადგას" - ბარაკ და მიშელ ობამების რჩევები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით - მშობლები

"ყველა მამა ვალდებულია, თავისი შვილებისთვის სწორი ნაბიჯები გადადგას" - ბარაკ და მიშელ ობამების რჩევები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით

2020-01-22 10:16:30+04:00

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტი და მისი ცოლი, ბარაკ და მიშელ ობამები ორი ქალიშვილის მშობლები არიან. წყვილს 1998 წელს მალია ენი, ხოლო 2001 წელს ნატაშა (საშა) შეეძინა. ობამების ოჯახი ბევრი თვალსაზრისითაა საზოგადოებისთვის სამაგალითო და მათ შორის, შვილების აღზრდის კუთხითაც.

ისინი სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად საუბრობენ აღზრდის მეთოდებზე, იმაზე, თუ რა სჭირდებათ მშობლებისგან შვილებს ყველაზე მეტად. huffpost.com-მა კი, აღზრდასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზები შეაგროვა.

გთავაზობთ ობამების ფრაზებს, სადაც ისინი შვილების აღზრდის შესახებ საუბრობენ:

მიშელ ობამა:

“ყველა სიტყვას, რომელსაც წარმოვთქვამთ, ჩვენი შვილები უსმენენ. ისინი უყურებენ ჩვენ მოქმედებებს, ამიტომ ჩვენ, მშობლები მათთვის მაგალითები ვართ“ „ჩემი გოგონები ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, სიცოცხლეზე მეტადაც კი. დედობა - ჩემთვის უპირველესი სამსახურია.“ „ჩვენი ცხოვრება ვაშინგტონში თეთრ სახლში გადასვლამდე სავსე იყო ბედნიერი დღეებით, კვირა დღეს ბებიასთან ვატარებდით, შაბათობით სხვადასხვა სპორტულ თამაშზე დავდიოდით, ასეთი აქტივობები ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია.“ „მე ვზრუნავ ჩემს გოგონებზე და განსაკუთრებით ვზრუნავ საკუთარ თავზე. მინდა, ჩემი შვილები ხედავდნენ დედას, რომელსაც ძალიან უყვარს ისინი და ინვესტიციას დებს შვილებში, მაგრამ ამავდროულად, ქალს, რომლისთვისაც საკუთარი თავი მნიშვნელოვანია. ამით ვაჩვენებ, რომ პრიორიტეტების სიაში საკუთარი თავი ყოველთვის წინა პლანზე დააყენონ“. „შემდეგ ჯერზე, როცა შენი შვილები უარს გეტყვიან ბოსტნეულის მირთმევაზე, ან არ მოისურვებენ შენთან ერთად სეირნობას, ან სკოლაში პრობლემები შეექმნებათ და მათთვის სხვა სკოლის მოძებნა მოგიწევთ, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მშობლებს ყველგან აქვთ მსგავსი პრობლემები, უნდა გახსოვდეთ, რომ მსგავს საკითხებში მარტო არ ხართ.“ mshoblebi

ბარაკ ობამა

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვებს სჭირდებათ, ჩვენი უპირობო სიყვარულია, შეცდომებს დაუშვებენ თუ წარმატებულები იქნებიან, მარტივი ცხოვრება აქვთ, თუ რთული, მათ ჩვენი სიყვარული სჭირდებათ." "ყველა მამა ვალდებულია, რომ თავისი შვილებისთვის სწორი ნაბიჯები გადადგას." "შესანიშნავია, როცა დაქორწინებული ხარ და შვილებთან ერთად ცხოვრობ, მაგრამ მუდამ სახლში არ უნდა იჯდე და სპორტულ გადაცემებს არ უნდა უყურებდე, ეს არ არის მამობა. მშობლების გავლენით უამრავი ბავშვი იზრდება ტელევიზორის ეკრანთან, როგორც მამებმა, როგორც მშობლებმა უფრო მეტი დრო უნდა გავატაროთ შვილებთან, დავეხმაროთ საშინაო დავალების მომზადებაში, გადავადებინოთ პულტები და ციფრული ტექნოლოგიები გვერდზე და წიგნი შევაყვაროთ." "მამები მაქსიმალურად ჩართულები უნდა იყონ შვილების ცხოვრებაში. მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა." "ჩემი გოგონებისა და მათი მეგობრებისთვის დისკრიმინაციის არანაირი ფორმა არ არის ნაცნობი. ვიცი, რომ ისინი არავის დაჩაგრავენ და მე როგორც პრეზიდენტი და როგორც მამა, ამით ძალიან ვამაყობ."