ბულგარელმა მუსიკოსმა, პროდუსერმა ბორისლავ მილანოვმა ქართველ მომღერალს თაკო გაჩეჩილაძეს ხელი გასულ წელს ვენაში სთხოვა, ქორწილი კი რამდენიმე ხნის წინ თბილისში გადიხადეს. წყვილს პირველი შვილი გასული წლის 21 იანვარს შეეძინა.
ორი წლის გაბრიელას თაკომ დაბადების დღე "ინსტაგრამზე" ემოციური პოსტით მიულოცა:
"დღეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღე! მადლობა გაბრიელა, იმისთვის რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე მე! სიტყვებით ვერ გადმოგცემ, როგორ მიყვარხარ. გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, ღმერთისგან დალოცვილი იყავი მუდამ! მიყვარხარ!" - წერს თაკო გაჩეჩილაძ მილანოვა.
ინფორმაციისთვის, მომღერალი ახლა ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.