აქვე გეტყვით, რომ ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემდეგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ჩინეთში ახალი წელი 15 დღეს გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების მთელ სერიას მოიცავს.
AMBEBI.GE-ს თიკა ქოქაშვილი ესაუბრება:

- 25 იანვარს მთვარის პირველი
- როგორ უნდა შეხვდეს 25 იანვარს ის, ვისაც სურს რომ ჩინური ახალი წელიც იზეიმოს?
- 24 იანვრის 22:00 საათიდან 25 იანვრის ღამის 11 საათამდე აკრძალულია იატაკის მოწმენდა, რადგან ამ დროს სახლში ენერგია შემოდის. 25 იანვარს არ არის სასურველი თავის დაბანა, უსაგნო სიცილი, სიმთვრალე, მხოლოდ მცირეოდენი ალკოჰოლი მიიღეთ. კარგია, თუ ამ დღეს ახალამ დღეს, ერთ-ერთი მთავარი რიტუალია ჩაის მომზადება: აიღეთ რვა ჭიქა წყალი, რვა ცალი შაქრის ნატეხი და შვიდი სხვადასხვა სახეობის ჩირი: შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს ჩირი ან მურაბა, ფინიკი, მშრალი ფორთოხლის ფირფიტები, ქლიავის, ლეღვის, ვაშლისა და მსხლის ჩირი, ქიშმიში... მათ ვინც უშაქრო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მოამზადონ რვა სახეობის ჩირისგან, ხოლო თუ შაქრით სვამთ 7 სახეობის ჩირი აიღეთ და მერვე ინგრედიენტად შაქარი ითვლება.

წყალი დაასხით ჩირებს და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში და გაანაწილეთ რვა ნებისმიერი ზომის ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ჩაის შემადგენლობაში იყოს ფორთოხლის ჩირი.
ამ ჩაით გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს, სასურველია თუ რვა ყლუპს მაინც დალევენ
25 იანვარს დილის 11-დან შუადღის ორ საათამდე ხორცეული არ მიირთვათ.
წაიკითხეთ ვრცლად