ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს ახალი წელი დგება, 4 თებერვლიდან კი ვირთხის წელი შემოდის. მათ, ვინც ახალ წელს ჩინური კალენდრითაც აღნიშნავს, ფენ შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი საინტერესო რჩევებს სთავაზობთ.
აქვე გეტყვით, რომ ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემდეგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ჩინეთში ახალი წელი 15 დღეს გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების მთელ სერიას მოიცავს.
AMBEBI.GE-ს თიკა ქოქაშვილი ესაუბრება:
- 25 იანვარს მთვარის პირველი დღეა და სამყაროს კანონის მიხედვით, ახალი წელი ამ დღეს იწყება. აღმოსავლეთში თვლიან, რომ მთვარის პირველი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია და რა განწყობითა და სურვილებითაც შევხვდებით, შემდეგ მთელ წელზე იმუშავებს, რადგან ძალიან ძლიერი დღეა ენერგეტიკულად. რაც შეეხება 4 თებერვალს, მზის პირველი დღეა და ვირთხის წელი შემოდის. საერთოდ, სამყაროში იშვიათად ხდება, რომ ჯერ მთვარის პირველი დღე დგება და მერე მზის, პირიქით არის ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებულია და ამ შემთხვევას ჩინელები "ლაფშუნს" ეძახიან.
ამ დღეს, ერთ-ერთი მთავარი რიტუალია ჩაის მომზადება: აიღეთ რვა ჭიქა წყალი, რვა ცალი შაქრის ნატეხი და შვიდი სხვადასხვა სახეობის ჩირი: შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს ჩირი ან მურაბა, ფინიკი, მშრალი ფორთოხლის ფირფიტები, ქლიავის, ლეღვის, ვაშლისა და მსხლის ჩირი, ქიშმიში... მათ ვინც უშაქრო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მოამზადონ რვა სახეობის ჩირისგან, ხოლო თუ შაქრით სვამთ 7 სახეობის ჩირი აიღეთ და მერვე ინგრედიენტად შაქარი ითვლება.
წყალი დაასხით ჩირებს და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში და გაანაწილეთ რვა ნებისმიერი ზომის ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ჩაის შემადგენლობაში იყოს ფორთოხლის ჩირი.
ამ ჩაით გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს, სასურველია თუ რვა ყლუპს მაინც დალევენ
25 იანვარს დილის 11-დან შუადღის ორ საათამდე ხორცეული არ მიირთვათ.
წაიკითხეთ ვრცლად