მსოფლიოს ბავშვთა საუზმეები – ვერც წარმოიდგენთ, რას მიირთმევენ ისინი
მსოფლიოს ბავშვთა საუზმეები – ვერც წარმოიდგენთ, რას მიირთმევენ ისინი
ალბათ საინტერესოა, რას მიირთმევენ საუზმედ სხვადასხვა ქვეყნის პატარები. მაგალითად, ამერიკაში არც ისე ბევრს ფანტაზიორობენ და იქ ბავშვები ძირითადად მშრალ საუზმეებს მიირთმევენ, ცივი რძით. იაპონიაში მიირთმევენ ბრინჯს სოიოს მარცვლებისგან დამზადებული ერთგვარი პასტით, რომელსაც ნატტოს ეძახიან. კუბაზე, ბრაზილიაში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში პატარა ბავშვებს დილაობით რძიან ყავას სთავაზობენ. დანარჩენს თავად ბავშვები და მათი ფოტოები გიამბობენ:

საკი სუზუკი, 2 წლის და 9 თვის, ტოკიო, იაპონია
პირველად საკიმ ნატტო მაშინ გასინჯა, როცა 7
თვის იყო. პირველად გული აერია, თუმცა დედამისს ეს არც გაჰკვირვებია: ამ კერძის სუნი კატის საჭმლის სუნს ჰგავს. მიუხედავად ამისა, პასტის მსგავსი მაზა, რომელიც სოიოს მარცვლებით არის დამზადებული, საკის საყვარელ საკვებად იქცა. ეს კერძი ტრადიციული იაპონური საუზმის ნაწილია, როგორც მოხარშული ბრინჯი, წვნიანი მისო, კაბოჩა ნო ნიმონო (სოიოს სოუსსა და ტკბილ საკეში მოთუშული გოგრა), კიტრის მწნილი, ორაგული გრილზე.

დოგა ჰუნცე გურსოუ, 8 წლის, სტამბოლი
mshoblebi
დოგას შაბათის საუზმე შეიცავს კაიმაკს (ტოსტი თაფლითა და ნაღებით), ზეთისხილი, ერბოკვერცხი ძეხვით, კარაქი, მაგრად მოხარშული კვერცხი, პეკმეზი (ყურძნის სქელი სიროფი), თხის, ცხვრისა და ძროხის რძის ყველის ნაკრები, კომშის ჯემი, ორცხობილა, პომიდორი, კიტრი და სხვა უმი ბოსტნეული, ჰალვა, რძე ფორთოხლის წვენით.

ნათანიელ
ვიტჩი პიკარი, 6 წლის, პარიზი

mshoblebi
ყოველთვის, როცა ნათანიელი თავისი მამის სახლშია, მისი საუზმე ერთი და იგივეა. ის შედგება კივით, კარაქიანი და ჯემიანი პურის ტოსტით, ცივი რძით და ახალგამოწურული ფორთოხლის წვენით. უქმეებზე ნათანიელი კრუასანებით და მის მიერვე დამზადებული დესერტით ტკბება, რომლის მომზადებაც კონდიტერმა პაპამ ასწავლა.

ემილი კატუმბა, 7 წლის, ჩიტეზე, მალავი
mshoblebi
ემილის ოჯახი ძალიან ადრე საუზმობს – დილის 6 საათამდე. აი, როგორია მათი ოჯახის საუზმე: ფხალა (სიმინდის ფქვილის, სოიოსა და არაქისის ფაფა), მაგრად შემწვარი ფრიგეტები – სიმინდის ფქვილით, ხახვით, ნივრითა და წითელი წიწაკით დამზადებული. მოხარშული ტკბილი კარტოფილი და გოგრა, ასევე ჰიბისკუსის ყვავილის წვენი შაქრით. ხანდახან დილაობით ემილი ტკბილ შავ ჩაისაც მიირთმევს. ამ გოგონას ძალიან გაუმართლა, რადგან მალავის ბავშვების ნახევარი შიმშილობს.

ბირტა გუდრუნ ბრინასდოტირი, 3,5 წლის, რეიკიავიკი, ისლანდია
mshoblebi
ბირტასთვის ერთ-ერთი მთავარი კერძი საუზმეზე შვრიაა, რომელიც ისლანდიელებს ძალიან უყვართ. შვრიას ამზადებენ წყალზე ან რძეზე, ხშირად კმაზავენ შაქრით, ზეთით, ხილით ან კეფირით. ბირტა ასევე მიირთმევს თევზის ქონს საუზმეზე, რადგან ის D ვიტამინის ერთადერთი წყაროა, რომელიც ისლანდიელებისთვის არის მისაწვდომი.

ვივ ბუდრე, 5 წლის, ამსტერდამი, ნიდერლანდები
mshoblebi
ვივისთვის ჩვეულებრივი საუზმეა რძე კარაქიანი პურით, და რაც მთავარია, გემრიელი პასტით, რომლებსაც სხვადასხვა გემოთი ამზადებენ – შოკოლადის, ხილის, ვანილის. ეს პასტა ბურეტბროდებისთვის ყველაზე მეტად უყვართ ჰოლანდიელებს.


არიცია დომენიკა ფერეირა, 4 წლის, და ჰაკიმ ხორხე ფერეირა გომესი, 2 წლის, სან-პაოლო, ბრაზილია
mshoblebi
არიციას ბოთლში რძიანი შოკოლადია, ჰაკიმთან – რძიანი ყავა. ეს ტრადიციაა. ბევრ ლათინოამერიკელს სჯერა, რომ ყავაში ბევრი ვიტამინი და ანტიოქსიდანტია, და რომ რძიანი ყავა მათ ბავშვებს ეხმარება, უკეთ ისწავლონ.

ფილიპ კამტენგო, 4 წლის, და შელინ კამტენგო, 4 წლის, ჩიტეზე, მალავი
mshoblebi
ფილიპი და მისი ტყუპისცალი და დღეს იწყებენ ჩიკონდამოიოთი (გემრიელი სიმინდის ნამცხვრით, რომელსაც მათთვის ყოველ დილით ამზადებს ბებია დოროთი მადისი. მათი საუზმე კიდევ შეიცავს მოხარშულ კარტოფილს და ძალიან გემრიელ შავ ჩაის.
10100
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Tamari
0
ისიც დაგეწერათ , ქართველი ბავშვების საუზმე რისგან შედგება :)
14:06 / 28-10-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```