მამაკაცის იდეალური ქალი, მისი ზოდიაქოს მიხედვით
მამაკაცის იდეალური ქალი, მისი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი

ყველა მამაკაცს თავისი იდეალური ქალის პორტრეტი აქვს შექმნილი. როგორც გაირკვა, ეს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიზეზი ყოფილა. თუ იცით თქვენი საყვარელი მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი, გაიგებთ, როგორი ქალები მოსწონს მას ან როგორი უნდა გახდეთ, თუ მის გვერდით ყოფნა გსურთ.

კურო

მოსწონს თავდაჯერებული, მიზანმიმართული გოგონები. თავის გვერდით ვერ აიტანს მუდამ მოწუწუნე და დეპრესიაში მყოფს. აგრეთვე, ვერძს თავი რომ მოაწონოთ, მუდამ ფორმაში უნდა იყოთ, მიმზიდველად ჩაცმული, შეიძლება ცოტა სექსუალურადაც. მას სიამოვნებს, როცა მისი საყვარელი ქალი
სხვა მამაკაცებსაც მოსწონთ. ამით კიდევ უფრო მეტი ჟინი უჩნდება, რომ დაიპყროს იგი.

ტყუპი

საკუთარ თავზე ყველაფერს პირველ პაემანზე ნუ მოუყვებით, მისთვის მალევე გახდებით უინტერესო. მას კი სურს, რომ ქალი მუდმივად აოცებდეს. ის აგრეთვე აღმერთებს საიდუმლოებებსა და გამოცანებს. დარჩით მისთვის ამოუცნობი, დააინტრიგეთ. ამასთანავე, თქვენი ტყუპი მუდამ ეჭვებში უნდა იყოს. გიყვართ, მიეჯაჭვეთ? იქნებ მის გარდა სხვასაც ხვდებით?.. ერთი სიტყვით, არ მოადუნოთ, მუდმივად ინტრიგებში გყავდეთ.

კირჩხიბი

უყვარს ქალები, რომლებიც ყველა მის უსიამოვნებას აგვარებენ. ინტელექტუალურად განვითარებული ლიდერი ქალი კი მისი იდეალია. აგრეთვე, კირჩხიბი მეტად სენტიმენტალური და რომანტიკულია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ სამყაროს, შინაგან ბუნებას, რადგან მხოლოდ ლამაზი ქალი კირჩხიბს არ მოეწონება, მას შინაგანი სამყაროც მდიდარი უნდა ჰქონდეს.

ლომი

ლომს თავი
რომ მოაწონოთ, ბრჭყვიალა, ნაცრისფერი მასისგან გამორჩეული უნდა იყოთ. მისი ყურადღების მისაქცევად საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი. თქვენი სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, როგორ წარმოაჩენთ მას. ლომისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური სტატუსიც.
განაგრძეთ კითხვა
788
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი