რა ხდება ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც კარანტინი გამოცხადდა და როგორ ემზადება საქართველო პრევენციული ღონისძიებებისთვის

ეს კადრები ჩინეთის ქალაქ ვუჰანშია გადაღებული, სადაც გრიპის ახალი ვირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა. ვიდეო საკმაოდ შემზარავია და აპოკალიფსურ ფანტასტიკურ ფილმებსაც მოგაგონებთ, თუმცა ფაქტია, ეს დღეს ხდება და ქალაქის მოსახლეობა პანიკაშია...

როგორც იცით, ჩინეთიდან ვირუსის ერთეულმა შემთხვევებმა უკვე რამდენიმე ქვეყანაში შეაღწია, თუმცა გამოვლენილი შემთხვევების 90% მაინც ქალაქ ვუჰანზე მოდის.

კორონავირუსის ბოლო, ახალი შემთხვევა 31 დეკემბერს დაფიქსირდა და ჯერჯერობით მატება და სხვა ქვეყნებში ექსპორტირება აღინიშნება. უკვე 2 დღეა ჟენევაში მიმდინარეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა.

ჯერჯერობით კომიტეტის წევრები და ექსპერტები ვერ შეთანხმდნენ.

ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი:

"საქრთველოში დაიწყება საინფორმაციო კამპანია სასაზღვრო პუნქტებში გამსვლელი და შემომსვლელი მგზავრებისთვის. კერძოდ თუ იმყოფებოდნენ ვუჰანში და  მოგზაურობიდან 2 კვირაში შეამჩნევენ დაავადების სიმპტომებს, უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადანაც გადაამისამართებენ ინფექციურ საავადმყოფოში თბილისში, კუთაისში, ბათუმში ან ზუგდიდში.

ასევე შეუძლიათა დარეკონ ცხელ ხაზზე 15-05, სადაც 24-საათიანი მომსახურებაა ან დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე, 16-001.

ვაძლიერებთ ლაბორატორიის ძალებს. ამ ეტაპზე მსოფლიოში სულ რამდენიმე ლაბორატორიას აქვს ამ ვირუსის იდენტიფიცირების საშუალება, გვაქვს კონტაქტი გერმანელ და ამერიკელ კოლეგებთან. მაგრამ სულ მალე ლუგარშიც გვექნება ამ ტიპის ვირუსის ე.წ. პრაიმერი, რათა შევძლოთ პაციენტის ამ ვირუსზე გამოკვლევა. დღეს კი ლუგარში გვაქვს საშუალება სხვა კორონავირუსებზე

გავტესტოთ ნიმუში და სხვა ვირუსების გამორიცხვის მეთოდით მივიტანოთ ეჭვი ახალ კორინავირუსზე.

ქართველ ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ცირკულარი იგზავნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან, სავადასხვა კლინიკებთან, რათა ქვეყანაში რესპირაციულ დაავადებებზე ზედამხედველობამ მოიმატოს და რაიმე არ გამოგვეპაროს".

მისივე თქმით, დაავადების ინკუბაციის პერიოდი 5-დან 12 დღემდეა.

კორონავირუსმა ბოლო 15-17 წლის განმავლობაში 2 დიდი ეპიდაფეთქება გამოიწვია, თუმცა მაშინ მსოფლიო საზოგადოება მოემ დაძლია ეს პრობლემა და ეპიდაფეთქების კუპირება მალევე შეძლეს.

1641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები