- ბავშვი გუშინ, დაახლოებით 10 საათისთვის შემოიყვანეს კლინიკაში, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით. მას გადაციება და დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ახლა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, სითბოსაც ინარჩუნებს და საკვებიც კარგად მიიღო. - განაცხადეს კლინიკაში.
დავინტერესდით, რა ბედი ელის ჩვილს მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაწერენ. აღნიშნულზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ Mshoblebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა:
- მას შემდეგ, რაც ბავშვს საავადმყოფოდან გამოწერენ, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში, ანუ ოჯახში გადავიყვანთ, სადაც მასზე იზრუნებენ. საქმე ძიების პროცესშია, შედეგების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს. წინასწარ, ბუნებრივია, რა გარემოებები გამოიკვეთება, არ ვიცით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
თამარ იაკობაშვილი
შვილად აყვანა საქართველოში - რატომ დგანან წლობით რიგში უშვილო ოჯახები