პარიზში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა. აქ ჩვენებებს ხშირად ესწრებიან ცნობილი ადამიანები. 55 წლის მონიკა ბელუჩი ორ ჩვენებაზე გამოჩნდა - დიორისა და ალექსანდრ ვოტიეს კოლექციების წარმოდგენას დაესწრო.
მუდამ დახვეწილ და ელეგანტურ მონიკას ახალი მოკლე ვარცხნილობა ნამდვილად უხდება და ინტერნეტშიც მის ფოტოებს კვლავ დიდი მოწონება ხვდა წილად. მისი თაყვანისმცემლები ერთხმად აღიარებენ, რომ მონიკას წლების მომატებაც კი უხდება და ბუნებრივად ლამაზია კვლავ, "ჩვეულებრივი ქალღმერთი".
მონიკას კვლავ თავისი ძველი მეგობარი უმშვენებდა გვერდს, რომელთანაც ატარებს დროს ბოლო პერიოდში, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაქორწინებულა.
როგორ ატარებს დროს მამასთან ერთად მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი და ვინ არის მისი რჩეული