"კორეელი 10 წლის გოგონა, რომელიც ქართულად ასე კარგად მეტყველებს! საოცრებაა. ბოლოს გვითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს. მართლა ძალიან საყვარელი, თბილი და კომუნიკაბელურია დაელი" - ამ მინაწერით სოციალურ ქსელში კორეელი გოგონას ვიდეო ვრცელდება, რომელიც ქართულად შესანიშნავად საუბრობს და ქართველი სოცმომხმარებლების სიმპათიას იმსახურებს.
როგორც კომენტარებში მითითებული ინფორმაციით ირკვევა, დაელს ორივე მშობელი კორეელი ჰყავს და რუსთავში ცხოვრობს. მშობლებმა ჩამოსვლისთანავე ქარულ სკოლაში შეიყვანეს და ახლა მე-3 კლასშია. სქართველოშიც სულ სამი წელია, რაც ცხოვრობს.
ინტერნეტმომხმარებლები თბილად ეხმაურებიან გავრცელებულ ვიდეოს და აღტაცებულნი არიან გოგონას ქართული აქცენტით.
"მის ხმის ტემბრს როგორ უხდება ქართული ენა და მგონია, რომ ქართულ ენაზე უფრო ლამაზად მეტყველებს ვიდრე მშობლიურ ენაზე. უსაყვარლესია"
"მე ავირჩევ ამ გოგოს პრეზიდენტად დღესვე! ეტყობა რომ ბევრ ქართველზე მგრად უყვარს საქართველო!"
"ჩვენი უნიჭიერესი და უსაყვარლესი დაელი, ჩვენი საამაყო მოსწავლე" - წერენ კომენტარებში.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც დაელი საქართველოს ჰიმნს ასრულებს.