- ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ჩინეთის ისტორიაში, როდესაც საჯაროდ გამოიტანეს ვირუსის შესახებ ინფორმაცია და ყველანაირად ცდილობენ პრევენციას. დარწმუნებული ვარ, რომ პანიკაა. პროვინციები ერთმანეთს ეხმარებიან და ჰუბეის პროვინციაში გამოცდილი ექიმების ეკიპაჟებს აგზავნიან. ასევე, 6
- თქვენ რამდენად დაცულად გრძნობთ თავს?
- ამ ეტაპზე, თავს დაცულად ვგრძნობთ, ვინაიდან შენჟენი, ფაქტობრივად, დაცლილია. გარეთ პირბადის გარეშე არ გავდივართ. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექიმებს ონლაინ-რეჟიმში შეგვიძლია ვეკონტაქტოთ.- საავადმყოფოში ვიზიტი არ შეგიძლიათ?
- საავადმყოფოში ვიზიტი მხოლოდ მას შემდეგაა საჭირო, თუ ვირუსის ალბათობაა. ისე სასურველი არაა. ძალიან უჭირთ ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავება, რადგან მსგავსი სიმპტომები აქვს.- პროდუქტისა და სხვა საჭირო ნივთების დეფიციტი ხომ არაა?
- პროდუქტების დეფიციტის შექმნის ნაკლები ალბათობაა ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც შენჟენია.- ზოგადად, ვირუსის დროს, რას ანიჭებენ ექიმები მკურნალობის დროს უპირატესობას?
- ჩინეთს სძულს ანტიბიოტიკები, უმეტესად წამალს არ ნიშნავენ, მე თუ დაჟინებით არ მოვითხოვე. ბევრი სითხის მიღების რეკომენდაციას გვაძლევენ, ვიტამინებს ნიშნავენ და „ხალხურ მეთოდებს“ ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ხველის დროს ორთქლზე მოხარშული მსხლის მიღებაა რეკომენდებული.ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა ვუთხრა: ხშირად გაანიავეთ ოთახები, სახლში სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, დაიცავით პირადი ჰიგიენა და ქუჩაში პირბადის გარეშე ნუ გახვალთ. მე მაინც მჯერა, რომ საქართველოსა და ქართველებს ვირუსი ვერ დაგვამარცხებს.
თამარ იაკობაშვილი