როგორც იცით, ჯანეტ ქერდიყოშვილს და ნოე სულაბერიძეს გოგონა შეეძინათ. ჯანეტი მთელი ფეხმძიმობა აქტიური იყო და ეკრანზეც ხშირად ჩანდა, აღარაფერს ვამბობთ სოცილურ ქსელზე, სადაც მუდმივად ანებივრებდა თაყვანსიმცმელებს ფოტოებით.
მას შემდეგ, რაც დედობის პირველი ემოცია შეიგრძნო, ფეისბუქზე ფოტო სამშობიაროდან გამოაქვეყნა და ბავშვის სახელიც გაამხილა.
„ჩვენი პირველი შეხვედრა ანნასთან - 28.01.2020. ამაზე ბედნიერი წამები ცხოვრებაში არ არსებობს“, - წერს უკვე ცნობილი ანნას დედიკო.
თეკლა ჟვანია