ბელგიის ყოფილმა მეფემ ალბერტ II-მ ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ უკანონო შვილი აღიარა. ფაქტი მისმა დნმ-ის ტესტმა დაადასტურა.
51 წლის ბელგიელმა მხატვარმა დელფინ ბოელმა თითქმის 20-წლიანი მცდელობის შემდეგ, დაამტკიცა, რომ ყოფილი მონარქის შვილია. დელფინის დედამ, სიბილ დე სელილონგშანმა საჯაროდ განაცხადა, რომ 1966 წლიდან 1984 წლამდე ალბერტის საყვარელი იყო. ამავე დროს, 1959 წელს ბელგიის მეფე იტალიელ არისტოკრატზე, პრინც ფულკო რუფო დი კალაბრიას ქალიშვილზე, პაოლზე დაქორწინდა, რომელიც შემდეგში დედოფალი გახდა.
ალბერტი და პაოლა შვილებთან ერთად
სიბილმა განაცხადა, რომ ინტიმური ურთიერთობის დროს თავს არ იცავდნენ, რადგან პრობლემის გამო დარწმუნებული იყო, რომ არ დაორსულდებოდა. თუმცა, 1968 წელს დელფინი დაიბადა. როდესაც გოგონა 18 წლის გახდა, მდიდარ მეწარმეზე, ჟაკ ბოელზე დაქორწინდა და დედამ ბიოლოგიური მამის სახელი უთხრა.
ბელგიის ყოფილი მეფე კი ჯიუტად უარყოფდა, რომ დელფინი მისი ქალიშვილი იყო. ის ტახტს 1993 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა და იმუნიტეტის წყალობით, დნმ-ის ტესტზე უარის თქმის უფლება ჰქონდა. მაგრამ როცა ალბერტმა ტახტი უფროსი თავისი ვაჟის, ფილიპის გამო დათმო, დნმ-ის ანალიზზე უარის თქმის უფლებაც დაკარგა.
პრინცი ფილიპი ოჯახით
სასამართლომ დაადგინა, რომ 85 წლის მეფეს მამობის ტესტი უნდა გაევლო. დნმ-ის ტესტის გადავადების გამო ის ყოველ დღე 5000 ევროს იხდიდა.
დელფინა
საბოლოოდ, მეფემ ანალიზი ჩაიტარა და ამიერიდან დელფინი პრინცესად იწოდება, მამის სიკვდილის შემდეგ კი სამ კანონიერ შვილთან ერთად მემკვიდრედ ითვლება. ამჟამად, ის სამეფო ტახტის რიგში მე-15 ადგილს იკავებს და, თეორიულად, თუ ოჯახი უბედური შემთხვევის დროს მთლიანად ამოწყდა, შანსი აქვს, რომ დედოფალი გახდეს.