სილვესტერ სტალონეს უცნობი ვაჟები, რომლებიც მისი ტანჯვისა და დარდის მიზეზები გახდნენ
სილვესტერ სტალონეს უცნობი ვაჟები, რომლებიც მისი ტანჯვისა და დარდის მიზეზები გახდნენ
ცოტამ თუ იცის, რომ მშვენიერი სოფიას, სისტინისა და სკარლეტის გარდა ლეგენდარულ მსახიობს, სილვესტერ სტალონეს ვაჟებიც ჰყავდა. მას პირველი ცოლისგან ორი ვაჟი შეეძინა, თუმცა ორივე მათგანი მსახიობის მუდმივი ტანჯვისა და დარდის მიზეზი გახდა.

mshoblebi
სტალონეს გოგონები


უფროსი ვაჟი, სეიჯი, საკმაოდ კარგი მსახიობი იყო. მან პირველი როლი "Rocky 5"-ში შეასრულა, რის შემდეგაც ათეულობით ფილმში გადაიღეს. თუმცა სამწუხაროდ, სტალონეს პირველმა შვილმა დიდხანს ვერ იცოცხლა და 36 წლის ასაკში, 2012 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

mshoblebi

ეორე
ვაჟი, სერჯიო 1979 წელს დაიბადა. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი იყო, არ სურდა ძმასთან და მშობლებთან ურთიერთობა. სილვესტერმა და მისმა პირველმა ცოლმა საშა ზაკმა ის ექიმთან წაიყვანეს, თუმცა იქიდან დათრგუნულები დაბრუნდნენ - ბიჭს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
თავდაპირველად, მშობლები დიაგნოზს ვერ იჯერებდნენ. თუმცა, ნამდვილობა შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა. ამიტომ, გეგმა B-ზე გადავიდნენ - საქმეში აქტიურად ჩართეს სპეციალუსტები და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

mshoblebi
"ჩვენს შორის არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა, როგორიც მამასა და შვილს უნდა ჰქონდეს. მე მისი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი თამაშის დროს. ასეთ დროს შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო. სერჯიო საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, ამიტომ ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სილვესტერ სტალონესა და მის
მეუღლეს იმედი არ დაუკარგავთ. ანალიზებმა დაადასტურა, რომ ბიჭს თავის ტვინი დაზიანებული არ ჰქონდა, ამიტომ სხვებთან ურთიერთობის სწავლება შესაძლებელი იყო. თუმცა სამწუხაროდ, სილვესტერი და საშა მალე განქორწინდნენ, ბიჭი კი დედასთან დარჩა.

ამის მიუხედავად, მსახიობს არასდროს შეუწყვეტია მასთან კონტაქტი და მკურნალობაშიც სოლიდურ თანხებს ხარჯავდა.

mshoblebi
სტალონემ მთლიანად შეცვალა იმ სახლის ეზო, სადაც მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა. სერჯიო არავის ეკონტაქტებოდა, მაგრამ უყვარდა ხატვა, მუსიკა და ბუნებაში ყოფნა. სწორედ ამიტომ, ისე მოუწყვეს ეზო, რომ თავი მაქსიმალურდ კომფორტულად ეგრძნო.
სერჯიო ახლა 40 წლისაა. რამდენიმე ფრაზის თქმა და ცოტაოდენი ემოციის გამოხატვა შეუძლია მაშინ, როცა მამის მონაწილეობით ფილმებს უყურებს. დღემდე დედასთან ცხოვრობს. არ ჰყავს საკუთარი ოჯახი, მაგრამ მის ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებსაც მისთვის სითბოსა და მზრუნველობის ჩუქება შეუძლიათ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

mshoblebi
73 წლის მსახიობი შვილს პრესის ზედმეტი ყურადღებისგან იცავს და საშუალებას აძლევს, საკუთარ სამყროში მშვიდად იცხოვროს. პირველი შვილის დაკარგვის შემდეგ სტალონე კიდევ უფრო დაუახლოვდა სერჯიოს...


altკონსტანტინ მელაძის გულახდილი საუბარი აუტიზმით დაავადებულ შვილსა და ყოფილ მეუღლეზე



5220
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?