მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყვითელი პრესის საყვარელი რესპოდენტია, რადგან ყოველთვის გამოირჩევა გულახდილობით, თუმცა ბოლო დროს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე ფაქტიურად უარს ამბობს.
ის პოპულარული ოჯახის შვილია და შესაბამისად ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გიორგის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია, ის ადრე კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც უმშვენიერესი ქალიშვილი ნატალია ჰყავს, კრისტისთან დაშორების შემდეგ მან ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა, ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში.
ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ,
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიქვილაძესაც დაშორდა.
გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიკვილაძე შერიგდნენ:''ყველაფერი წარსულს ჩაბარდა''...
"რეიტინგს" მისი ახალი რჩეულის ფოტოებიც გამოუგზავნეს, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ვერცერთ მხარესთან ვერ შევძელით და ეს ამბავი დიდხანს რჩებოდა გაურკვეველი.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე უკვე იქორწინა კიდეც, გოგონას ანი ჰქვია.
წყვილმა ქორწილი "ზაზანოვაში" გადაიხადა. ყიფშიძის უახლოესი გარემოცვის ცნობით, მსახიობი მესამე შვილს ელოდება. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები