"რთული სიტუაცია არ ჩანს არც ერთ ქვეყანაში გარდა ჩინეთისა... ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ"
"რთული სიტუაცია არ ჩანს არც ერთ ქვეყანაში გარდა ჩინეთისა... ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ"
"გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით მაღალი რისკის სიაში არც ერთი არ არის, ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი ხასიათდება იმ სიმპტომებით, რაც ჩვეულებრივ გრიპს ახასიათებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად იმყოფებოდა პირი, რომელსაც ეს სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება) აქვს ჩინეთში, ან ჰქონდა თუ არა კონტაქტი უხანიდან ჩამოსულ მოგზაურთან.

"უხანიდან ან იმ პროვინციიდან თუ ხართ
ჩამოსული ორი კვირის მანძილზე და დაგეწყებათ ხველა, მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ან თუ ჩინეთში იყავით და იქ გქონდათ კონტაქტი ვიღაცასთან, ვისაც ჰქონდა ხველა და მაღალი ტემპერატურა.

ორი შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყნის შიგნით ვირუსის გადადების, ერთი იაპონიაში და ერთი გერმანიაში, თუმცა, ორივე ამ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი უხანიდან ჩამოსულთან.

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, ჯერჯერობით ასეთი (რთული) სიტუაცია არ ჩანს არც ერთ ქვეყანაში გარდა ჩინეთისა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა განახორციელოს ყველა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. ამ ეტაპზე გვაქვს რეკომენდაცია, რომ შემოწმდნენ მხოლოდ უხანიდან წამოსული მგზავრები.

ხალხმრავალ ადგილებში გინახავთ ალბათ, რომ ბევრი
ადამიანი დადის ნიღბებით, ასევე ხელების ხშირი დაბანა არის ყველაზე კარგი პრევენცია, ან სველი სადეზინფექციო ხელსახოცით დამუშავება.

პირბადე სწორად უნდა ვიხმაროთ, გარედან არ უნდა მოვკიდოთ მას ხელი, რომ მერე ეს ხელი პირზე არ მოვისვათ. ამიტომ, ხელების დაბანა ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით მაღალი რისკის სიაში არც ერთი არ არის. ყველგან შეუძლიათ იმოგზაურონ, პარიზში, მიუხენშიც, ტოკიოშიც", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
471
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ესე ნელთბილად რომ იყოს საქმე ჩინეთი ასეთ მკაცრ ზომებს არ მიიღებდა და 1000 ადგილიან კლინიკის აშენებას არ დაიწყებდა.კი ჩინეთია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მაგრამ ვირუსმა გააღწია ჩინეთიდან და თავდაცვის ზომები ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს როგორცა ჩანს ესაა სწრაფად გავრცელებადი ვირუსი 2 კვირიანი საინკუბაციო პერიოდით!
19:23 / 30-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?