სინდი კროუფორდის ქალიშვილმა, კაია გერბერმა მომრგვალებული მუცლით უამრავ ადამიანს გაუჩინა ეჭვი მის ფეხმძიმობაზე.
როგორც ჩანს, სინდი კროუფორდის ქალიშვილს, კაია გერბერს, კიდევ დიდხანს ემახსოვრება პიტ დევიდსონთან ურთიერთობა. ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა წამოზრდილი მუცლითა და ნაყინის ჭიქით.
კაია გერბერისა და პიტ დევიდსონის დაშორების შემდეგ არც არაფერი ყოფილა. 18 წლის მოდელი მას რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა. ეს ურთიერთობა უამრავი ნათესავისა და ახლობლის ნერვიულობის მიზეზი გახდა. თუმცა, სახიფათო რომანი მალევე დასრულდა. როგორც ჩანს, კაია დაიღალა და გადაწყვიტა, თავად გაეკონტროლებინა სიტუაცია. დაბრუნდა სახლში და აქტიურად დაიწყო სიარული დედასთან ერთად საყიდლებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ყველაფერი მოგვარდა.
რამდენიმე დღის წინ კი 18 წლის მოდელმა უამრავი ადამიანი დააინტრიგა. ფოტოზე ის სამზარეულოში დგას, წამოზრდილი, მომრგვალებული მუცლით და ნაყინით ხელში. ფაქტი ზოგიერთმა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლით ახსნა.
ამბავი ამით არ დასრულებულა. მას ხელში წიგნი უჭირავს წარწერით "ერთწუთიანი დედა". მისი ავტორი ექიმი სპენსერ ჯონსონია და წიგნით ახალბედა დედებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს.
თუმცა, როგორც ჩანს, გერბერისთვის ორსულობის მილოცვა ნაადრევია. ახლა ფსევდოორსულობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სულ უფრო პოპულარული ხდება და ბევრი ცნობილი ადამიანი ფაქტს პიარისთვის იყენებს.