გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია
გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია
გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

ჩინეთის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

"ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ 16:00 საათზე, ჩინეთის მოქალაქეების საკითხზე კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
განცხადებას გააკეთებენ.
19438
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
0
იზოლაციააა!მინიმუმ 3 კვირააააა!არავითარი ტურისტული და საქმიანი შემოსვლები. ასე აკეთებს ევროპა
04:58 / 02-02-2020
ანზორი
0
საქართველოში, თუ არ უნდათ საქართველო ქართველების გარეშე, უნდა აიკრძალოს ჩინელების შემოსვლა!
14:02 / 31-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი