მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის, რომლის გამარჯვებულიც საბაკალავრო პროგრამის სრულ დაფინანსებას მიიღებს
მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის, რომლის გამარჯვებულიც საბაკალავრო პროგრამის სრულ დაფინანსებას მიიღებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ახალი ოლიმპიადა ჩატარდება. ოლიმპიადის პრეზენტაცია 4 თებერვალს 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ოლიმპიადა მიზნად ისახავს აბიტურიენტებსა მათემატიკის ცოდნის ამაღლებას და ახალგაზრდების მოტივირებას, რომ მეტად დაინტერესდნენ მათემატიკით.
მიზნის უკეთესად მისაღწევად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიადის გამარჯვებული აბიტურიენტისთვის განსაკუთრებული პრიზი გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი აბიტურიენტი მიიღებს სწავლის სრულ, 4 წლიან დაფინანსებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციას გადიან როგორც აბიტურიენტების, ისე მათი მასწავლებლები. შესაბამისად, საჩუქრებიც
ორივეს გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასულ აბიტურიენტსა და მასწავლებელს გადაეცემათ 1000-1000 ლარი, მეორე ადგილს - 700-700 ლარი, მესამე ადგილზე გასულს კი - 500-500.
ფულადი ჯილდოს პარალელურად, მოსწავლეები და მათი მასწავლებლები პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდებიან.
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის პირველი ეტაპი ჩატარდება 13 მარტს 14:00 საათზე ელექტრონულად. მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარ დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის. რეგისტრაცია კი ონლაინ, აღნიშნულ ბმულზე ხდება.
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის მეორე ეტაპი კი ჩატარდება 5 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. მეორე ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმატებით გაივლიან ოლიმპიადის პირველ ეტაპს.
4 თებერვალს ოლიმპიადის პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება საქართველოს
მათემატიკოსთა კავშირისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი და უნივერსიტეტის განახლებული მათემატიკის სილაბუსის წარდგენა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მათემატიკის უფრო სიღრიმისეული პროგრამა შესთავაზოს სტუდენტებს. სწორედ ამიტომ მოხდა სილაბუსის განახლება, რაშიც უნივერსიტეტს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წარმომადგენლები დაეხმარნენ.
315
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი