წონაში სულ მცირე მატებაც კი, ჭარბწონიანობაზე სულ რომ არაფერი ვთქვათ, ხშირად ხდება ადამიანებისთვის შფოთვის მიზეზი. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ორგანიზმისთვის ჯანსაღად კვება აუცილებელია, თუმცა კვების გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას წონის მატებაზე და კლებაზე. მაგ. ნერვიულობა და სტრესი. რეალურად ნერვიულობა გახდომას უწყობს ხელს თუ წონაში მატებას? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს ენდოკრინოლოგი მზია ფიცხელაური:
- ნერვიულობა, ნებისმიერი მომატებული ემოციურობა, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, მოქმედებს მადაზე. ინდივიდუალურ ნივთიერებათა ცვლაზეა დამოკიდებული, რაც უწყობს ხელს წონის მომატებს ან გახდომას. როგორც წესი, ამას მარტივად ვხედავთ. ზოგს ემატება მადა, ზოგი ვერ იღებს საკვებს და ვერც სითხეს... იმ შემთხვევაში, როცა საკმარისად არ ვიკვებებით, გამოფიტვის ხარჯზე ხდება წონის დაკარგვა. ეს არ არის ჯანსაღი კლება, როგორც კი გადაივლის სტრესი, მარტივად შეიძლება ორმაგად მოიმატოს ადამიანმა წონაში, რაც ასევე არაჯანსაღია. ორგანიზმი, რომელიც არის მიდრეკილი ჰორმონალური დარღვევებისკენ, სტრესის ფონზე ბლოკავს გარკვეულ ჰორმონებს, შესაბამისად, მიღებული საკვები ვერ იშლება, როგორც ენერგია და გადადის მარაგის სახით ცხიმში. რეალურად ორგანიზმი რჩება მშიერი და მუდმივად ითხოვს კვებას.
- სტრესთან გამკვლავება მარტივი არ არის, როგორც წესი, დროულად ვერ ფასდება მდგომარეობა. ორივე შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და არ მიიღოთ თვითნებურად წამლები. ინდივიდუალური კონსულტაციის შედეგად დაგენიშნებათ მკურნალობის კურსი.
- პური, გარდა იმისა, რომ მაღალკალორიული პროდუქტია, ასევე არის საკმაოდ ღირებული საკვები. თვითნებური შეზღუდვა არ შეიძლება და ვერც თხელი უსაფუარო ლავაშით ჩავანაცვლებთ. შესაძლებელია ორივე პროდუქტის მიღება. ორივე მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანი B ვიტამინის წყააროა და გვჭირდება ყოველდღიურად.