ორ მცირეწლოვან ჩინელს, რომლებსაც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, "ა" ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა
ორ მცირეწლოვან ჩინელს, რომლებსაც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, "ა" ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებს, რომლებიც თავის ოჯახთან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და რესპირატორული მოვლენების მცირე გამოვლინება.

"ამის გამო მიზანმიმართულად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა "ა" ტიპის
გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა გამყრელიძემ

შეგახსენებთ, ყაზბეგიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან ორ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მომატება და ისინი მოთავსდებიან ბოქსირებულ განყოფილებაში.
"ინტერპრესნიუსი"

931
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
კარანტინში ანუ იზოლაციაში უნდა ამყოფოთ ყველა ჩინეთიდან შემოსული გინდა არაპირდაპირი გზით.რა ვერ გაიგეეეთ.რააა
04:55 / 02-02-2020
0
რა აუცილებლობა იყო ეხლა მაგათი საქართველოში ჩამოსვლა ტურისტულად?ჩასახლებაზე აღარაფერს ვამბობ
22:09 / 01-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?