რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ პატარა ანიტა ფაცაცია, რომელსაც სრულიად საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ბავშვის ბებიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მეტ პოსტს ვერ დავწერ, ერთი თხოვნა მაქვს მარტო, არანაირი ცრემლი და არც ერთი სიტყვა, არც ერთი კომენტარი, დუმილით და გულში ვიგლოვოთ ჩვენი ყველასი ანგელოზი". - წერს თამუნა გლურჯიძე
ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გულის გადანერგვა. ბოლო დროს მის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, პატარა ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
mshoblebi.ge სამძიმარს უცხადებს ანიტას ოჯახს.