2020 წლის 2 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთა და ძალა აქვს. მსგავსი თარიღი ათას წელიწადში ერთხელაა. მომდევნო ჯერზე მსგავსი თარიღი იქნება 03.03.3030
თარიღს სარკისებრი ეფექტი აქვს და სამყაროსგან განსაკუთრებული ვიბრაციები მოდის. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ეს დღე ადამიანებს დიდ შესაძლებლობებს მისცემს და მათ, ვინც ოცნებებში დაფრინავს, რეალობაში დააბრუნებს. ეს დღე ერთგვარი კარია წარმატების გზაზე.
ასტროლოგები ამბობენ, რომ 2 თებერვალს უნდა დასახოთ სამომავლო გეგმები და კარგი იქნება, თუ ამ გეგმებს დაწერთ. დაწერეთ თქვენი სურვილების, მიზნებისა და ოცნებების შესახებაც. დაწერეთ იმ ცხოვრებაზე, როგორიც გინდათ, რომ გქონდეთ.
ამ თარიღს სარკისებრი ეფეტი აქვს, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, რომ სამყაროში დადებითი, პოზიტიური ემოციები გაუშვათ და ნახავთ, რომ მალე ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ. ეცადეთ, კეთილი საქმეები გააკეთოთ და გარშემომყოფთა მიმართ კეთილგანწყობილნი იყოთ.
ასევე, 2020 წლის 2 თებერვალი სიმდიდრის მოსაზიდად არის კარგი დღე. ასტროლოგები და ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ ქველმოქმედებას მოახმაროთ დღეს ფული, რადგანაც ამ დღის სარკისებრი ეფექტის გავლენით, მალე გაცემული ფული ათასმაგად უკან დაგიბრუნდებათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ქველმოქმედება მთელი გულით უნდა გააკეთოთ.
წარმოიდგნეთ, რომ ბევრი ფული გაქვთ, რომ ბედნიერი ხართ და აწმყო დროში გაიმეორეთ აფირმაციები იმის შესახებ, რაც ყველაზე მეტად გსურთ. დავუშვათ ასე: "მდიდარი ვარ“, “ბედნიერი ვარ“, "კარგი სამსახური მაქვს“, "შეყვარებული ვარ“, "დაქორწინებული ვარ“, „შვილები მყავს“, „ბედნიერი ოჯახი მაქვს“ და ა.შ. თქვენი სურვილის შესაბამისად.
ასევე, ეს კარგი დღეა პატიებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ დიდი ხანია მტანჯველ ურთიერთობაში ხართ, სწორედ ახლა არის დრო, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა და კარი გაუღოთ ახალ შესაძლებლობებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, არ წაიკითხოთ ნეგატიური ამბები და რამდენადაც შეძლებთ, დადებით გარემოში გაატაროთ დრო. ეცადეთ, დღეს არანაირი ნეგატივი არ შემოუშვათ ცხოვრებაში და კეთლდღეობის განცდა გქონდეთ.