სერიალ "ჩცდ"-ს მორიგ სერიას, რომლის დიდი ნაწილი კვლავაც რძალ-დედამთილის დაძაბულ ურთიერთობებს მიეძღვნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უნდა აპატიოს თუ არა დედამთილმა რძალს ღალატი, უნდა დაუდგეს თუ არა ქალს დედა გვერდით, როცა დედამთილი ლანძღავს და რა არის მსგავსი დრამატული სცენების მიზეზი - ამაზე სერიალის მაყურებლები რეალური მაგალითებიდან გამომდინარე წერენ:
ეს ცხოვრებისგან აღებული მაგალითებია. 17 წლის მომიტაცა აწ უკვე ჩემმა მეუღლემ. მამა და დედა რომ მოვიდნენ, მამამ ესაა შენი ოჯახი აქ უნდა დარჩე და ცუდი არაფერი გავიგო, თორემ ნაჯახით გადაგიჩეხავ თავსო. დედა ჩუმად ტიროდა. იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არაფერი შეცვლილა დიდად. ქალებმა თავი უნდა იგრძნონ სრულყოფილ ადამიანად და არა ვინმეს მოსამსახურედ. ასეთ იდიოტ დედებს ჰყავთ ზუსდატ ასეთი საცოდავი შვილები, დედამთილი რატომ მოგერიდება, როცა საკუთარი დედაც კი არ გიდგას გვერდით, რაც არ უნდა დამნაშავე იყო... ქეთის დედას მაშინ რომ დაეცვა შვილი, როცა ამცირებდა ქმარი და ღალატობდა და ნაირასთვის ასე ეკივლა ზუსტად, ჩემს შვილს რა დღეში აგდებთო, ამ სიტუაციას ასცდებოდა ყველა. დიახ, დედა და ოჯახი უნდა ედგეს გოგოს გვერდში და დაიცვას ყველაფერში. მიუხედავად იმისა, რა შეცდომას დაუშვებს შვილი და როგორ გატკენს გულს, მშობელი უნდა დაუდგეს გვერდით და მოეხმაროს წამოდგომაში! მოიკრიბოს ძალა და მისკენ იყოს მაშინაც კი, მთელი სამყარო თუ ზურგს შეაქცევს! ეს რეალური მაგალითია, როგორ გადაუვლის ქალს ყველა - დედა, მეგობრები, დედამთილი, ქმარი, მამამთილიც კი (სულ რომ გვერდით ედგა), როცა ერთხელ ფეხი გადაუბრუნდება. ქეთი, მიაწექი. ნაირას რომ როლანდა თავზე ლაფს ასხამს, ისე უნდა... ქეთი, გააჩინე ეგ ბავშვი და ზაზასაც დაახვევინე. პრობლემას ქმნიას ზაზა, ნაირა კი არა. არ უნდა ამ ქალს სახლში ბოზი რძალი და არ აქვს ამის უფლება? ზაზას უფლება აქვს ვისთანაც უნდა იმასთან იცხოვროს. გადავიდნენ ცალკე. 1. დედა ასე უნდა გადაეფოფრო შვილს ნაირასავით და არა ეს ქეთის დედა რომ დაძეგლებულა. 2. ღალატს არა აქვს არანაირი გამართლება, თუმცა ორ ადამიანს შეუძლია ერთმანეთის შეცდომებზე თვალი დახუჭოს და იქ მესამეს, თუნდაც დედას, არა აქვს უფლება ჩაკვეტების. 3. ზაზა არის იდიოტი და უთავმოყვარეო კაცი და სრულებით იმსახურებს ქეთისნაირ ჩურჩუტ უთავმოყვარეოს. ეს არის მწარე რეალობა ბევრ ოჯახში. ურჩხული დედამთილი, დესპოტი ქმარი და დაჩაგრული რძალი, რომელიც ადამიანურ მოპყრობას არაა შეჩვეული. სადაც სითბოს ნახავს, იქით უწევს ქალს გული და მერე მიდით და ჩაქოლეთ ბარემ. ქეთის დედის როლიც რა ზუსტადაა. უბედური ქალები ერევიან სხვის ცხოვრებაში ასე, თავისი პირადი რომ არ გააჩნიათ. როგორ უნდა მიიყვანოს ზაზამ მაგ ოჯახში, ვერ გამიგია. მართლა ან დედა არ ეცოდება ან მამა ან შვილი ან საკუთარი თავი? შე დალოცვილო, მასე თუ არის საქმე, როგორც ჩანს, ფული არ გიჭირს, ადექი და გადადი ბოლო ბოლო სხვა ოჯახში და მოშორდი ამ მშობლების კალთას.