ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ასე ეხმაურება:
"კატეგორიულად მიუღებელი და დანაშაულია, როდესაც ადამიანებს დაავადების გამო აბულინგებენ მიუხედავად მათი ეროვნებისა. ყველა ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ავად საკუთარ ქვეყანაში და საზღვარგარეთ, როგორ მოგეწონებათ, კეთროვანივით რომ მოგექცნენ? არავინ მოგეკაროთ და გლანძღონ იმის გამო, რომ ავად გახდით.
სამი თვის ორსული ვიყავი, როდესაც გავსინჯე გოგონა წითელას დიაგნოზით, ასპროცენტიანი რისკი მეჭირა ხელში დაავადების გადადების. ღმერთის წყალობით გადავრჩი. ყველაფერი ასე კარგად არ მთვარდება ხოლმე, მაგრამ ექიმობა არის რისკი და თუ ამ რისკის გაწევის თავი არ გაქვთ, დაჯექით სახლში, მილიონი სხვა რაღაცის გაკეთება შეიძლება", - აცხადებს ნინო ნადირაძე-კუზანოვა ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.