"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო..." - რას წერს აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი თამუნა ლუტიძე - მშობლები

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო..." - რას წერს აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი თამუნა ლუტიძე

2020-02-03 07:04:19+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 25 წლის თა­მუ­ნა ლუ­ტი­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმა­ზე, თუ რო­გორ წა­იყ­ვა­ნეს ინ­ფექ­ცი­ურ­ში, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დახ­ვდა იქ და რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს დი­ლას ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი 25 წლის ქალი მე ვარ და კო­მენ­ტა­რებ­ში ჩამ­ქო­ლეს. ბევ­რი ვი­ფიქ­რე გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა თუ არა და გა­დავ­წყვი­ტე ტყუ­ილ­ში მყოფ ხალ­ხს ვე­ცა­დო სი­მარ­თლე და­ვა­ნა­ხო:1. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, (შუ­ა­ღა­მის სამ სა­ათ­ზე) პას­პორტ კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სას სი­ცხის გა­ზომ­ვა მთხო­ვეს, რად­გან პას­პორ­ტში ფიქ­სირ­დე­ბა რომ ორი კვი­რის წინ ვი­ყა­ვი ჩი­ნეთ­ში. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მით სი­ცხე და­ფიქ­სირ­და 37. შემ­დეგ გა­მი­ზო­მეს 47191837ჯერ და ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­დას­ხვა შე­დე­გი გვქონ­და. ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლეს რომ 37ზე არ ქონ­დათ უფ­ლე­ბა გა­და­ვეყ­ვა­ნე ინ­ფექ­ცი­ურ­ში, ამი­ტომ მი­ზო­მეს სა­ნამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ პიკს არ მი­აღ­წია.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე 7 თვის უნა­ხავ მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს ვხე­დავ­დი ზედა სარ­თუ­ლი­დან და ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, თან რომ ვი­ცო­დი დე­დი­კო რა დღე­ში იქ­ნე­ბო­და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან. რე­კავ­დნენ ყველ­გან და ძლივს და­ი­ყო­ლი­ეს(არ ვიცი ვინ) გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ბრი­გა­და თა­ვი­სი გამ­ცი­ლე­ბე­ლი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟოთ მო­ვი­და 2 სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ. ბო­ლოს, სა­ნამ მკაც­რად არ მო­ვი­თხო­ვე ან გა­და­ვეყ­ვა­ნე ან სახ­ლში გა­ვეშ­ვი არ გა­ინ­ძრნენ. აქვე ვი­ტყვი, რა თქმა უნდა არ ვი­ყა­ვი გა­დაყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი და ისე­დაც ვა­პი­რებ­დი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბას თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, უბ­რა­ლოდ ფაქ­ტებს გე­ტყვით რომ გა­მო­იღ­ვი­ძოთ. ბრი­გა­დის ერთ ერ­თმა ექიმ­მა და­მის­ვა შემ­დე­გი კი­თხვე­ბი: რა მინ­და ჩი­ნეთ­ში როცა ჩი­ნე­ლე­ბი აქ გა­მორ­ბი­ან? არ მინ­და გა­თხო­ვე­ბა და შვი­ლე­ბი? წე­სი­ერ საჭ­მელს მა­ინც თუ ჭა­მენ ჩემს ქა­ლაქ­ში? და ათა­სი რა­სის­ტუ­ლი ხუმ­რო­ბა, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე რომ არა­კო­რექ­ტუ­ლად იქ­ცე­ვა და მერე ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს და­უბ­რუნ­და.

ინ­ფექ­ცი­ურ­ში დამ­ხვდნენ უკარ­გე­სი გო­გო­ნე­ბი მზრუნ­ვე­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით რის­თვი­საც მად­ლო­ბა მათ. პა­ლა­ტას რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ აქ მეტი შან­სია იმის, რომ და­ვინ­ფი­ცირ­დე.

2. გა­მო­მიკ­ვლი­ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჯან­მრთე­ლი ვარ, მაგ­რამ არ მიშ­ვე­ბენ სახ­ლში, რად­გან უნ­დათ მეტ­ხანს და­მაკ­ვირ­დნენ. ასე­ვე ჩემს გა­მო­საშ­ვე­ბად სჭირ­დე­ბათ მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვა. დღეს დე­დი­კოს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ ხელი უნდა მო­ა­წე­როს სა­ბუთს რომ­ლის მი­ხედ­ვით ჩემი 24 სა­ა­თი­ან­ზე მეტ­ხანს გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერთ დღე­ზე უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ 110 ლარი. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მარ­ტო ვარ დი­ლი­დან და არც რა­ი­მე გა­მოკ­ვლე­ვა მი­ტარ­დე­ბა და არც რა­ი­მე ანა­ლი­ზის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. ოთახ­ში მაქვს ქუ­ჩა­ში გა­სას­ვლე­ლი კარი. შე­მიძ­ლია ავ­დგე და უბ­რა­ლოდ წა­ვი­დე.

3. ახალ ამ­ბებ­ში მო­ის­მენთ რომ მო­ვე­დი მა­ღა­ლი სი­ცხით. რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩი­ნე­თი დავ­ტო­ვე 20 იან­ვარს და ამას გარ­და ჩემს ქა­ლაქ­ში დღემ­დე არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ჩემს პრო­ვინ­ცი­ა­ში არ ჭა­მენ ისეთ რა­მეს რაც თქვენ გა­გა­ო­ცებ­დათ. არაა ცხო­ველ­თა ბაზ­რო­ბე­ბი და ხალ­ხს ძაღ­ლის ჭა­მა­ზე ისე­თი­ვე შემ­ზა­რა­ვი რე­აქ­ცია აქვს, რო­გო­რიც მე, თქვენ და ნე­ბის­მი­ერ საღ გო­ნე­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ანს. ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და, არ იყო ჩი­ნეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, არა­მედ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში. ნუ იჯე­რებთ ყვე­ლა­ფერს რა­საც ახალ ამ­ბებ­ში ის­მენთ ან კი­თხუ­ლობთ. განაგრძეთ კითხვა

alt4 ყველაზე დამაიმედებელი განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით