ერთ ამერიკულ ოჯახში ჯონსა და ფლორენს პოლოკებს ორი გოგონა ჰყავდათ - ჯოანა და ჟაკლინი. ერთხელ ოჯახში ტრაგედია მოხდა - ავტოკატასტროფის შედეგად ორივე და გარდაიცვალა.
ფლორენსს სიცოცხლე არ უნდოდა... თუმცა დრო გავიდა და გადაწყვიტა, კიდევ ეცადა ბედი და შვილი გაეჩინა. მართლაც, ცოტა ხანში ფლორენსი დაორსულდა და... ტყუპი გოგონა შეეძინა...
1957 წლის 7 მაისს გოგონები მეგობართან ერთად ეკლესიაში მიდიოდნენ. მოულოდნელად მათ მანქანა დაეჯახა. როგორც გაირკვა, საჭესთან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი იჯდა... ჟაკლინი და ჯოანა ადგილზე დაიღუპნენ. გაზეთებში წერდნენ, რომ ისინი ნაწილ-ნაწილ დაიშალნენ, მათი მეგობარი ბიჭი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ. ფლორენსი დეპრესიაში ჩავარდა, ჯონი კი შვებას ისევ რწმენაში პოულობდა. მას სჯეროდა, რომ გოგონები ტყუპის სახით დაბრუნდებოდნენ. ამაზე წყვილი ხშირად კამათობდა და თითქმის განქორწინებამდე მივიდნენ...
როდესაც გოგონები სამი თვის იყვნენ, ჰექსჰემიდან უიტლი-ბეიში გადავიდნენ. შემდეგ კი ისტორიამ მისტიურად დაიწყო ბრუნვა. გოგონებმა ლაპარაკი ისწავლეს და ისეთი სათამაშოების შეძენა მოითხოვეს, როგორიც არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ჰქონდათ მათ გარდაცვლილ დებს. გარდაცვლილი დების თოჯინების სახელები დაასახელეს, თუმცა ის თოჯინები თავად არასდროს უნახავთ და მშობლებს საგულდაგულოდ ჰქონდათ შენახული.
ერთხელ სათამაშოები სრულიად მოულოდნელად გადმოცვივდა თაროდან და ჟაკლინმა და ჯოანამ ზუსტად ისე გაინაწილეს, როგორც ამას მათი გარდაცვლილი დები აკეთებდნენ. იგივე ჩვევები და მანერები ჰქონდათ, როგორც ჯოანასა და ჟაკლინს. ექვსი წლის ჟაკლინს წერის სწავლა გაუჭირდა, რადგან ფანქარს სწორად კი არა, ვერტიკალურად იჭერდა. ჯენიფერსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. მსგავსი ჩვევები დროთა განმავლობაში კი არ გაქრა, მოიმატა. გოგონები ერთმანეთს ისე ესაუბრებოდნენ, როგორც გარდაცვლილი დები. ორივეს საშინლად ეშინოდა მანქანების. მშობლები ისტორიის უცნაური განმეორების გამო ღელავდნენ... როდესაც ჰექსჰემში დაბრუნდნენ, ჯილიანი და ჯენიფერი თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება იქ გაატარეს.
გოგონების ისტორია უამრავმა გაზეთმა დაწერა. მედიის გარდა, მათით ფსიქოლოგი იან სტივენსონიც დაინტერესდა. ის გაესაუბრა როგორც მშობლებს, ასევე დებს. სურდა რეალურად ამოეხსნა, თავიდან დაიბადნენ გოგონები თუ ეს უბრალოდ სასოწარკვეთილი მშობლების ფანტაზიის ნაყოფი იყო.
თავად სტივენსონს რეინკარნაციის სჯეროდა. მან 1987 წელს წიგნი დაწერა სახელწოდებით "ბავშვები, რომლებსაც წინა ცხოვრება ახსოვთ", სადაც აღწერილია 14 მაგალითი, მათ შორის იყვნენ დები პოლოკები.
სტივენსონი გოგონებს 40 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ვიდრე ჯერ ფლორენსი, შემდეგ კი ჯოანი არ გარდაიცვალნენ. როდესაც დები ასაკში შევიდნენ, მაშინაც კი ახსოვდათ " წინა ცხოვრების" შესახებ ყველაფერი...
თუმცა სტივენსონი მაინც არ გამორიცხავდა, რომ ეს უბრალოდ გენეტიკური დამთხვევა იყო და გოგონებსაც ის ამბები ხალხის მონაყოლიდან ახსოვდათ.