"მე ვოცნებობ თოჯინაზე..." - რა პირობებში ცხოვრობდნენ ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად საშინელ ხანძარს ემსხვერპლნენ
"მე ვოცნებობ თოჯინაზე..." - რა პირობებში ცხოვრობდნენ ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად საშინელ ხანძარს ემსხვერპლნენ
ბაღ­დათ­ში მომ­ხდა­რმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება. წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მომ­ხდარ ხან­ძარს ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლია გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ხუთი წევ­რი - ახალ­გაზ­რდა ორ­სუ­ლი ქალი და მისი ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მათ­თან ერ­თად და­ღუ­პუ­ლია კი­დევ ერთი ქალი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი იყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში 7-სუ­ლი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი თვით­ნე­ბუ­რად იყო შე­სახ­ლე­ბუ­ლი. თით­ქმის სრუ­ლა­დაა დამ­წვა­რი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, რო­მე­ლიც ხის იყო და ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ე­კი­და ცე­ცხლი. ადგილობრივების ინფორმაციითვე, სახლში არ იყო შუქი და გაზი. სავარაუდოდ, ბუხარი ენთო და ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარიც
ბუხრიდან გაჩნდა.

შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ხან­ძრის დროს და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მამა და ბე­ბია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ზი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბე­ბია ხან­ძარს შე­ეს­წრო, თუმ­ცა ცე­ცხლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, ვერ­ცერ­თის გა­მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო ხან­ძრი­დან.
მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ბავ­შვე­ბის მა­მამ ცოლ-შვი­ლი სახ­ლში და­ძი­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა, დაბ­რუ­ნე­ბულს კი ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დახ­ვდა.

გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ რამდენიმე თვის წინ წერდა ჩერნოვეცკის ფონდი. პატარები მოკლებულნი იყვნენ ნორმალურ საჭმელს და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. გთავაზობთ ამონარიდს ნარგიზა გორგოძე-გველესიანის ინტერვიუდან, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდს რამდენიმე თვის წინ მისცა:

"მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.
- რა წარმოადგენს
თქვენი ოჯახის შემოსავალს?
ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევ, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.

-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?
ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.

- არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები - ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!

- რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?
ნარგიზა: არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გამათბობელი, სარეცხი მანქანა...
mshoblebi
- ბავშვებო თქვენ რაზე ოცნებობთ?
გენადი (7 წლის): ბოტასებზე ვოცნებობ.

- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
გენადი: პოლიციელი.
ტარიელი (6 წლის): მეც პოლიციელი მინდა, რომ გამოვიდე.
თიკო (3 წლის): მე ვოცნებობ თოჯინაზე..."
8491
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (21)
0
am logikit ras achendao 4 bavshvso ro weren mashin marto mdidrebs qoniat gamrqvlebis upleba. ar dagaviwkdetvrom adre upro iko gachirveba magram chvenc gagvachines chven mshoblebma da bebiebma chveni mshoblebi!!!!
01:00 / 06-02-2020
:((
0
ემიგრანტს! არაა საჭირო სპეციალური ფონდების შექმნა და კიდევ იმ ფონდების განმკარგავებისთვის უზარმაზარი ხელფასების გადახდა. ყველას ეჭრება ხელფასიდან ბეგარა, ჰოდა იმ ბეგარით ნუ დააფინანსებენ პარტიებს, ე.წ. "კვალიფიციურ სუბიექტებს", ყველა პარტიამ იარსებოს შემოწირულობით და ეს თანხები მოხმარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოხუცებს.
20:36 / 05-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი