55 წლის მონიკა ბელუჩი კვლავ უამრავი გაზეთის გარეკანს ამშვენებს. სილამაზე რომ სამუდამო არაა, ეს ყოფილ მოდელს სხვებზე უკეთ ესმის. თუმცა, საუბრობენ, რომ ულამაზესი დედის ჩანაცვლებას მალე მასზე არანაკლებად გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალიშვილი, 15 წლის დევა კასელი შეძლებს.
როგორც ცნობილია, მონიკას თავდაპირველად იურისტობა სურდა. იშვიათი ფოტოსესიების წყალობით, სწავლის დასრულება მოახერხა. მისი ქალიშვილი კი პატარა ასაკიდანვე საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. დედაც რჩევებისა და შენიშვნების მისაცემად მზადაა. მან 2019 წლის ივნისში პირველად მიიღო მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობა.
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც Dolce & Gabbana-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დევა ბრენდის სახე გახდა.
ახლახანს მისი არაოფიციალური ინსტაგრამგვერდიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ახალგაზრდა მოდელი Dolce Shine-ის რეკლამაშია გადაღებული.
რეკლამაში გოგონას თეთრი კაბა აცვია, ხელში კი უზარმაზარი თაიგული უჭირავს. პარფიუმერმა მარი სალამანმა კომშის, ყვავილებისა და ციტრუსის არომატი შექმნა, რაც 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.
კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ, იმისათვის, რომ დევა მონიკას შევადაროთ მხოლოდ სილამაზე არ კმარა, რადგან დედას უამრავი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.
ვენსანი თავის პირველ ქალიშვილს უდიდეს სიყვარულად თვლის და მისი წარმატება ძალიან ახარებს. ხანდახან მასთან ერთადაც ჩნდებოდა ხოლმე საზოგადოებაში, თუმცა ახლა მთლიანადაა გადართული 22 წლის მეუღლესა და ამაზონზე, რომელიც აპრილში ერთი წლის გახდება.